Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ აპირებდა სააკაშვილი პატრიარქის მოწამვლას?! უწმინდესის გაპატრიარქებიდან 40 წლის იუბილესთვის...

როგორ აპირებდა სააკაშვილი პატრიარქის მოწამვლას?! უწმინდესის გაპატრიარქებიდან 40 წლის იუბილესთვის ჩაფიქრებული სურვილი

502

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ „ასავალ-დასავალთან” 2004 წელს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, გაპატრიარქებას კი მეუფე დანიელს უპირებდნენ. როგორც რუსუდან შარაძე აღნიშნავს, ამ ყველაფერს ხელი გურამ შარაძემ შეუშალა. მისივე თქმით, პატრიარქზე ხდებოდა ზეწოლა, რათა გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება.

როგორ აპირებდა სააკაშვილი პატრიარქის მოწამვლას და ვისი გაპატრიარქება სურდა ექს-პრეზიდენტს?

„სააკაშვილი, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტითა და ა.შ. ორგანიზაციებით, ძალიან დიდი ხანია, თავს არ ზოგავს პატრიარქის ჩამოსაშორებლად. გურამ შარაძემ გეგმები არაერთხელ ჩაუშალა. იყო მოწამვლის და გადაყენების მცდელობები. ვიღაც იტყვის, პატრიარქის გადაყენების უფლება არავის აქვსო და მართალიც იქნება, მაგრამ მიშა როგორ სულ კანონებით მოქმედებდა, ვიცით. თან ეს უნდა ყოფილიყო „ნებაყოფლობითი” ნაბიჯი. მამაჩემი ამბობდა, რომ პატრიარქზე იყო ზეწოლა, გადადგომაზე თავად გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ ღმერთმა ეს არ დაუშვა. მამაჩემი აღარ იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, 2009 წლის 26 მაისს, როდესაც სტადიონიდან ხალხი სამებაში მივედით, როგორ შეუვარდა გიგი უგულავა პატრიარქს.

 სააკაშვილს რომ მისთვის მისაღები პატრიარქი ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება, ამის მიზეზი ძალიან მარტივია – ხალხზე ზემოქმედება და საკუთარი მზაკვრული მიზნების შესრულება ხბოს აღტაცების ფონზე. იქ, სადაც წაგებული ომი აზეიმა ხალხს, რაღაზეა საუბარი?!

თუ როგორ წყევლიდა ზოგიერთი ე.წ. მეუფე ქადაგებების დროს ყველას, ვინც „ნაცმოძრაობას” – ანუ მკვლელებს – ხმას არ მისცემდა, ვინმეს თუ არ ახსოვს, მარტივად შეუძლია მოიძიოს, ინტერნეტი სავსეა დოკუმენტური მასალებით. მაგალითად, ქუთაისის ეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი და ა.შ… აღარაფერს ვიტყვი დაბალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ზოგიერთ პირზე”, – ამბობს შარაძე.

 

რუსუდან შარაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ადამიანს დღესაც ემუქრება.

„სააკაშვილისგან საფრთხე თითოეულ ჩვენგანს სულ დაემუქრება, სანამ ბოლომდე არ იქნება „განიარაღებული”. ანუ სანამ ოფიციალურად არ დაუმტკიცდება, რომ ის არის კაცისმკვლელი, საკუთარი ხალხის მწამებელი, სამშობლოს გამყიდველი, ქვეყნის ბიუჯეტის შემჭმელი და ა.შ. და არ ჩაჯდება ციხეში”, – აღნიშნავს რუსუდან შარაძე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here