Home რუბრიკები საზოგადოება ავსტრალიაში თვითმფრინავი მელბურნის სავაჭრო ცენტრს დაეცა

ავსტრალიაში თვითმფრინავი მელბურნის სავაჭრო ცენტრს დაეცა

492

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სულ ცოტა 5 ადამიანი იმყოფებოდა, ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ერთ–ერთი სავაჭრო ცენტრის შენობას დაეცა. კატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო AP-ს ცნობით, თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

„ადამიანები ბოლო 30 წლის განმავლობაში ავსტრალიაში მომხდარ ყველაზე საშინელ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ“, – განაცხადა ვიკტორიის შტატის პრემიერმა დენიელ ენდრიუსმა.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. შტატის პოლიციის ცნობით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა ძრავების გათიშვის შესახებ გაგზავნა განგაშის სიგნალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here