Home რუბრიკები პოლიტიკა მამაოები, რომლებიც აღსარების საიდუმლოს აბაზრებდნენ, რატომ ზიან ისევ თბილად სკამებზე?

მამაოები, რომლებიც აღსარების საიდუმლოს აბაზრებდნენ, რატომ ზიან ისევ თბილად სკამებზე?

995

-მამაო! გამარჯობა!

ერთხელ კონფლიქტი მომივიდა ფულიან ტიპებთან, ქურდი მომიყვანეს, რომელმაც გამამტყუნა. მერე მე ვეძებე, შედარებით პატიოსანი ქურდი, ვინც ჩემს სიმართლეს დაუჭერდა მხარს, მოვნახე, მაგრამ იმან მირჩია, “გაეშვიო”, მივხვდი, რომ არიფის გულისათვის, ქურდი, ქურდის ტყავს არ დახევდა.

იგივე არ მინდა დამემართოს, ამიტომ გულახდილად მითხარით, ჩვენს შორის დარჩება.

მამაოები რომლებიც რეჟიმს ემსახურებოდნენ, აღსარების საიდუმლოს აბაზრებდნენ, რატომ ზიან ისევ თბილად სკამებზე?

დავიჯერო, თქვენც დაგავალეს ამერიკელებმა კოაბიტაცია?

თუ გარყვნილების რაოდენობა, მეტია წესიერების რაოდენობაზე? მოკლედ რაც ხელისუფლებაშია, იგივე ხდება თქვენთან?

– შენ მრევლი ხარ?

– მინდა მრევლობა, მაგრამ ისეთ მამაოს ვეძებ, რომელიც არ შეუშინდა წინა რეჟიმს, ამხელდა მას და პარალელურად ამხელდა სულგაყიდულ მეუფეებს.

ანუ ისეთი მამაო მინდა, რომელმაც იცოდა მამა პეტრეს მოღვაწეობის ამბავი და აფრთხილებდა ერს, რომ მისთვის აღსარება  არ ჩაებარებინათ.

– არავინ იცოდა ზუსტად, რა ხდებოდა.

– დღეს ხომ იცის ყველამ, ბაჩოს და მეგისას ძმაკაცი, სურენას რეჟიმს რომ აკრიტიკებს, რატომ არც ერთი შემოსილი ხმას არ იღებს?

ასეთი მაშტაბის ფარისევლობაზე?

– რა გინდა? გინდა შენი სული იხსნა? რას დაეძებ რა მდგომარეობაშია, ტელეფონის აპარატი, რომელიც უფალთან გაკავშირებს? ეგ ბანალური შეკითხვაა, ასჯერ პასუხგანაცემი!

– სუნი მაწუხებს მამაო, სუნი, რომელიც უფლის სახლში დგას.

– რა სუნი?

– ურწმუნობის, სიმხდალის და სურენას სუნი, მწველი, მოტკბილო, ოფლით, სისხლით და ცრემლით გაჯერებული სუნი. მარჯვენა ხელზე სამაჯური მიკეთია, რომელსაც აწერია, “არ დავივიწყებ სულხან მოლაშვილს”,

ეგ სამაჯური მუდმივად მახსენებს, ისევე როგორც ტილ ულენშპიგელს, უკაკუნებდა გულზე, მისი კოცონზე დამწვარი მამის, კლასის, ფერფლი, “ებრძოლე უსამართლობას, ნურაფრის გეშინია, მაცხოვარი შენს გვერდითაა!!!”

 

 

გიორგი ბერეჟიანი

მწერალი, ბლოგერი, პოლიტპატიმარი 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here