Home რუბრიკები პოლიტიკა The Week: ევროპული გაზაფხული – 2017 კარსაა მომდგარი

The Week: ევროპული გაზაფხული – 2017 კარსაა მომდგარი

711

\”ეგებ დადგა კიდეც\”, – წერს The Week, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს ევროპელების ნაციონალისტური მისწრაფებების ზრდის ტენდენციას და მათ მზადყოფნას, წერტილი დაუსვან მულტიკულტურიზმის თანამედროვე ეპოქას.

საქონლისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, რომელიც ხორციელდება ბრიუსელის განათლებული პოლიტიკური ინტეგრატორების მიერ, უახლოეს მომავალში ხელი უნდა შეეწყო მარქსიზმის მიერ ოდესღაც დაპირებული სახელმწიფოებრიობის შესუსტებისთვის და კერძო კულტურული ფორმების, რომლებსაც ახასიათებს ეროვნული და დაემთავრებინა რელიგიური განსხვავებულობის საშიშროება, სრული ნიველირებისთვის. მაგრამ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: “ისტორიის დასასრულის” ნაცვლად სცენაზე “ევროპული გაზაფხული-2017” გამოჩნდა. ამპარტავან დასავლურ ელიტებს ამ მოულოდნელობამ თავზარი დასცა.
რამდენიმე კვირაში ჰოლანდიელები არჩევნებს ჩაატარებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ პირწავარდნილი ნაციონალისტი ჰერტ ვილდერსი და მისი `თავისუფლების პარტია~ აპირებენ 15 მარტის არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. ვილდერსი თანამემამულეებს დაჰპირდა, რომ მოახდენს ნიდერლანდების “დეისლამიზაციას”, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ იგი ვერ შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას, რადგან სხვა პარტიებმა დაიფიცეს, არ შეუერთდნენ მისი პარტიის კოალიციას.
ტერეზა მეის განზრახული აქვს, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია აამოქმედებენ 50-ე სტატიას და მარტის ბოლოსთვის დაიწყებენ მოლაპარაკებას “ბრექსიტის” თაობაზე. ყველა მიიჩნევს, რომ ეს პროცესი რთული იქნება, მაგრამ რამდენად, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მარინ ლე პენმა ერთი წლის წინათ განაცხადა, რომ საფრანგეთი იღვიძებს. ბევრნი მიიჩნევენ, რომ მისი პარტია “ეროვნული ფრონტი” დამარცხდება მემარჯვენე ცენტრისტებისა და მემარცხენე ცენტრისტების გაერთიანების შემდეგ. ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ასე მოხდება! მისი მთავარი მოწინააღმდეგე ფრანსუა ფიიონი კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
მარინ ლე პენი ფრანგებს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იგი სტარტს მისცემს ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლას, რაც დაუყოვნებლივ კრახის ზღვარზე დააყენებს ამ ევროპულ გაერთიანებას. თუ საფრანგეთი გავა, გერმანიას მოუწევს გადახედოს თავის შესაძლებლობებს და არა მხოლოდ დაიბრუნოს თავისი ძველი ვალუტა, არამედ გააკეთოს ის, რაზეც ადრე ბერლინში არასოდეს დათანხმდებოდნენ: შესთავაზონ ევროკავშირის მცირე სახელმწიფოებს არა მხოლოდ მათი ვალების ჩამოწერა, არამედ ცხოვრების დონის გათანაბრებაც.
“ბრექსიტის” წარმატებამ თითქოს ძალა შეჰმატა ტრამპის მომხრეებს, ხოლო ამ უკანასკნელის წარმატებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ევროპულ არჩევნებზე. “ბრექსიტიც” და ტრამპიც ახალ იმპულსს აძლევენ ევროპული ნაციონალისტური მოძრაობის იმედსა და მისწრაფებას. ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში რესპონდენტების 25 პროცენტზე ნაკლები არ ეთანხმება მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციის შეწყვეტის აუცილებლობას.
როგორც ჩანს, ადამიანებმა გაწყვიტეს ურთიერთობა იმ ეპოქასთან, რომელშიც ვცხოვრობთ, და მზად არიან, მომავალში მიიღონ და აღიარონ ახალი ერა.
მაგრამ ნაციონალისტების გამარჯვებას ევროპაში ჯერჯერობით გარდაუვალად არ მიიჩნევენ, მაგრამ რატომ უნდა ვენდოთ მშრალი ამინდის პროგნოზს იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაილუმპნენ ბოლო თავსხმა წვიმაში?!


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here