Home რუბრიკები საზოგადოება ავტომობილი Lucid Air, შესაძლოა, Tesla–ს ახალი კონკურენტი გახდეს

ავტომობილი Lucid Air, შესაძლოა, Tesla–ს ახალი კონკურენტი გახდეს

554

კომპანია  Atieva  საკმაოდ დიდხანს აკეთებდა აკუმულატორებს ელექტრომობილებისთვის, შემდეგ კი მოულოდნელად მსოფლიოს საკუთარი ელექტროფურგონი წარმოუდგინა. 

Edna _ ასე უწოდეს გამომგონებლებმა თავიანთ პირმშოს, რომელმაც დემონსტრირებისას ავტომობილი Tesla Model S და რამდენიმე სხვა მარკის მანქანა უკან ჩამოიტოვა. სწორედ ამან შთააგონა ფურგონის შემქმნელებს, სასწრაფოდ სახელი გამოეცვალათ და დაიწყეს თავიანთ ახალ ელექტრომობილზე Lucid Motors-ზე მუშაობა, რომელიც ახლახან ლოს აჯელესში აჩვენეს.

მანქანას Lucid Air უწოდეს. ის 2,5 წამში 100 კმ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო ერთი დამუხტვით შეუძლია 650 კმ გაიაროს. ეს მართლაც საამაყოა, რადგან მის კონკურენტ Tesla Model S-ს 100 კმ სიჩქარის ასაკრებად 4 წამი სჭირდება, ერთი დამუხტვით კი მხოლოდ 540 კმ-ს გადის.
მას სხვა ღირსებებიც აქვს. გაიყიდება 2019 წლიდან და დაახლოებით 160 ათასი დოლარი ეღირება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here