Home რუბრიკები საზოგადოება კომპანია PAL-V შეკვეთებს იღებს მფრინავ ავტომობილებზე

კომპანია PAL-V შეკვეთებს იღებს მფრინავ ავტომობილებზე

558

ამერიკულმა კომპანია PAL-V-მ მომხმარებელს აუწყა, რომ მსოფლიოში მფრინავი ავტომობილების პირველი სერიული მწარმოებელი იქნებოდა და, როგორც ჩანს, ის თავის სიტყვას ასრულებს. 

კომპანიის სპეციალისტებს რამდენიმე წელი დასჭირდათ მომავალი ავტომობილის კონსტრუქციის გულდაგულ ტესტირებისთვის. ახლა კი, როცა ძირითადი მოსამზადებელი ეტაპები უკან დარჩა, ავტომობილი PAL-V Lიბერტყ მზადაა. ეს ავტომობილი მსურველს 600 ათასი დოლარი დაუჯდება. სულ მალე კი ბაზარზე გამოჩნდება სპორტული მოდელი, რომელიც 400 ათასი ეღირება.
ავტომობილი PAL-V Lიბერტყ აღჭურვილია ავსტრიული კომპანია ღოტახ-ის 100 ცხენისძალიანი ძრავით. მას შეუძლია ავტომობილის როგორც გზებზე გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე _ ჰაერში ვერტმფრენის მსგავსად. ვერტმფრენიდან მანქანად მისი ტრანსფორმაციისთვის საკმარისია 10 წუთი. გზებზე ის 160კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო 100 კმ სიჩქარის ასაკრეფად 9 წამი სჭირდება. ჰაერში ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე კი 3500 მეტრია. სავსე საწვავის ავზით მას 500 კმ მანძილის გაფრენა შეუძლია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here