Home რუბრიკები საზოგადოება გრიგოლ კ. რობაქიძე: ნაფაზი… კუბოში

გრიგოლ კ. რობაქიძე: ნაფაზი… კუბოში

948

ცნობილია, რომ პაზლი ფრაგმენტებისაგან შედგება. მთელი ჩვენი სიცოცხლე ერთ დიდ პაზლს ჰგავს, უბედურება ისაა მხოლოდ, რომ ამ თითქოსდა უბრალო ჭეშმარიტების დანახვა და მიღება ძალიან ცოტა ვინმეს თუ ძალუძს. სამოცდაათიანების დასაწყისის თაობები ტრაგიკული თაობებია; ჩვენ, გადარჩენილი ერთეულები, \”დრაკონებს\” ვგავართ სადღაც, ოდესღაც ჩვენ ვიყავით და ჯერ კიდევ ვართ (?), თუმცა, ჩვენს არსებობას კაცობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ეს კითხვის ნიშანი სრულად საფუძვლიანია; დამეთანხმებით ალბათ, ერთის მხრივ სამოქალაქო ომის და მეორეს მხრივ გამოუცხადებელი, შენიღბული, ვერაგულად დაგეგმილი, საზოგადოებაში თვითმყოფადობის, ტრადიციების, თანდაყოლილი წესიერებისა და ზნეობრიობის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში პატიოსნების შენარჩუნება და ცოცხლად დარჩენა არქირთული ამოცანაა

ბრიყვული თვითდაჯერებულობა, საკუთარი უძლეველობის ბრმა რწმენა ადამიანს ზედმეტად მოლაყბედ ხდის – პლანეტის დღევანდელი “მმართველები” დიდი ხანია აღიარებენ, რომ ადამიანში რწმენის ამოძირკვა მათი უმთავრესი ამოცანაა. რას წარმოადგენს საზოგადოება რწმენის გარეშე? წარმოისახეთ ცხვრის უზარმაზარი ფარა, თეთრი ფარა, იშვიათი შავი ლაქები მოღალატეობრივად რომ შეჰპარვია, წარმოიდგინეთ, არითმეტიკული პროგრესსიით როგორ იზრდება შავი ფერი თეთრის ხარჯზე.

 ჩვენ მალე ხროვას მივიღებთ. ხროვას არა მგლებისას – ზოგჯერ ამ მტაცებელს კეთილშობილი ქცევა ახასიათებს, არამედ აფთრების, აფთრების, სიხარბითა და შიმშილით “ვიღაცამ” უკანასკნელი ზღვარი რომ გადაალახინა, ზღვარი, რომლის მიღმაც მხოლოდ წყვდიადი და სიცივეა. “ჩვენ უნდა დავარტყათ ისლამს, ჩვენ უნდა დავარტყათ ქრისტიანობას…” – ეს არასრული ციტატა ერთ-ერთ “მმართველს” ეკუთვნის, ერთ-ერთს, ქვეტექსტებით მოუბართაგან, ერთ-ერთს, სნობურად დარწმუნებულს, რომ ღრმად ინტელლექტუალური ადამიანი მათ არ შეეკამათება. ამპარტავნება დამღუპველია. მე შემეძლო აქ, შემედგინა გრძელი სია იმ ბოროტებათა, ცაში ღმერთს და დედამიწაზე ადამიანს უკვე დიდი ხანია რომ აწუხებენ; მე შემეძლო აქ, მომეყვანა უამრავი მტკიცებულება ადამიანის გა-აფთრებისა, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ლაკონიზმი უფრო მთავარია, ვიდრე გავრცობილი მსჯელობა.

 მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ კონკრეტული საუბარი დოყლაპიათა ლაყბობად მესახება. ეს საუბარი კუბოს გარშემო შეკრებილთა ჩიფჩიფს ჰგავს, კუბოსი, მორიგ ლურსმანს რომ აჭედებენ. … და, რაკიღა ჩემი დუმილის დარღვევა მიწევს, სანამ კვლავ მას დავუბრუნდები, გავცემ პასუხს კითხვასრატომ ვწერ რუსულად?

ასობით, ათასობითმეგობარიმყავდა, ახლა მათ მხოლოდ ათობით ვითვლი, მაგრამ ისინი ყოველთვის სიმართლეს მეუბნებიან. კარგი მასწავლებლები მყავდა და მათი სწავლებაც დავიხსომე – “პირდაპირ სიმართლეს მხოლოდ მეგობარი გეტყვის.”

ასე რომ, სანამ ამ კითხვის დამსმელნი მეგობრების გარჩევას არ ისწავლიან და სიმართლისათვის თვალის გასწორებას ჯიუტად არ ისურვებენ, თუმცა სულ უფრო იშვიათად ვიღებ ხელში კალამს, ყოველი ჩემი სიტყვა რუსულად დაიწერება.

17. 02. 1017.   თბილისი 

 გრიგოლ . რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here