Home რუბრიკები საზოგადოება ცოფის ვირუსმა უკარნახა მეცნიერებს, როგორ განკურნონ ადამიანი ტვინის კიბოსგან

ცოფის ვირუსმა უკარნახა მეცნიერებს, როგორ განკურნონ ადამიანი ტვინის კიბოსგან

606

კორეელმა მედიკოსებმა ტვინის სიმსივნის დაავადების  მკურნალობაში ცოფის ვირუსის გამოყენება შესთავაზეს კოლეგებს, აღნიშნული ვირუსის ნერვულ უჯრედებში შეყვანით. მათი კვლევის შედეგები  ჟურნალ Advanced Materials –ში გამოქვეყნდა.

ცოფის ვირუსს აქვს შვიათი უნარი ნერვულ უჯრედებში შეღწევისა, რათა დააავადოს ტვინის უჯრედები. მას არ უწევს სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემებს შორის არსებული ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა. სწორედ ეს ბარიერი  ტვინის უჯრედებში სიმსივნის სამკურნალო წამლების შეღწევასაც კი უშლის ხელს.  ამიტომ  კვლევის ავტორებმა ამ უნარის იმიტირება სცადს, რათა სიმსივნის ქსოვილში შეაღწიოს მისთვის სახიფათო ნანონაწილაკებმა.

მეცნიერებმა ამ ნანონაწილაკებზე ვირუსის ზედაპირული ცილები მოათავსეს, რომლებიც მას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრის საშუალებას მისცემს. ფორმითა და ზომით ვირუსის მსგავს  ოქროს ნანონაწილაკებს შეუძლია გაცილებით მეტი ცილის დატევა, ეს კი ზრდის მის შანსს  ნერვულ სისტემაში მოსახვედრად. როცა ნაწილაკები  ტვინში ხვდებოდა, მათ ასხივებდნენ ლაზერს სხვა ქსოვილების გავლით, ნაწილაკები თბებოდა 500ჩ-მდე და კლავდა გარშემო არსებულ სიმსივნურ ქსოვილებს.

მოცემულ მომენტში მეთოდი წარმატებით იქნა აპრობირებული თაგვებზე; და თუ კვლავაც ასე წარმატებით გაგრძელდება კვლევები, შესაძლებელი გახდება სიმსივნური უჯრედების განადგურება ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანდებად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here