Home რუბრიკები საზოგადოება ციანიდი პატრიარქისთვის

ციანიდი პატრიარქისთვის

552

დიახ, ამასაც მოვესწარით, რომ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მოწამვლის მცდელობა, ჩემი აზრით, დადასტურებული ფაქტია და არა ისეთი ორაზროვანი, როგორც მიშნაცების 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, ჟურნალისტები საკუთარი უსაფრთხოების მიზნით რომ წერდნენ ხოლმე: “ამბობენ, რომანსარწმუნო წყაროს ინფორმაციით, პატრიარქი რამდენჯერმე მოწამლეს”; “გიგი უგულავამ პატრიარქი ფიზიკურად შეურაცხყო”; “წმინდა სინოდის სხდომას უკანონოდ ესწრებოდა სოსო თოფურიძედა .. მსგავსი ჟურნალისტური ვირეშმაკობები ისეთივე ძველი ფანდია, როგორც ჟურნალისტობაა ერთერთი ძველი პროფესია.

ახლა, მთავარი პროკურორის მხრიდან ჟურნალისტის მსგავსი ვირეშმაკობის მიუხედავად, რომ თითქოს ჯერ არ იციან, კონკრეტულად რომელი მაღალი საეკლესიო იერარქის მოწამვლას აპირებდა მამა გიორგი მამალაძე, ბრიყვისთვისაც ნათელია, რომ ბერლინში მიმავალი ქართველი სასულიერო პირი, გერმანიის ლუთერანული ეკლესიის მაღალი იერარქის მოწამვლას კი არა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოკვლას აპირებდა.

საზოგადოების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ამ საქმეს არაოფიციალურად ადევს გრიფი “საიდუმლო”, რადგან ჩვენში საქმეზე გრიფი “საიდუმლოს” დადება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ვერასდროს ვერაფერს გაიგებს (ენგურჰესის გასხვისება, “გაზპრომთან” დადებული კონტრაქტი და ა.შ.). დედუქციის მიხედვით, უწინარესად, უნდა გაანალიზდეს, ვის ინტერესებშია მომხდარი თუ მოსახდენი დანაშაული, რადგან ამის დადგენის შემდეგ დამნაშავის გამოვლენა, რომ იტყვიან, ტექნიკის საქმეა…

საზოგადოებას შევახსენებ, რომ “საქართველო და მსოფლიო” პირველი იყო ქართულ ბეჭდურ მედიაში (და, მგონი, დღემდე ერთადერთიც), რომელმაც ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ჟამს გაბედა და ხმა აღიმაღლა ჩვენს დედაეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, როცა 2012 წლის 19 სექტემბრის ნომერში გამოაქვეყნა თქვენი მონა-მორჩილის სტატია სათაურით “მეუფე ყანდური”. სწორედ ამ სტატიაში ვამხილე ერთ დროს ჩემი კლასელი, ამჟამად ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, რომელიც მამა შიო შავნაბდელსა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატესთან ერთად საზოგადოების მიერ მიშისტობაში იყო ბრალდებული, რადგან წმინდა ხატების გვერდით პირსისხლიანი სააკაშვილის უზარმაზარი ფოტო-ბანერები “ესვენათ” და წლების განმავლობაში უქადაგებდნენ მრევლს, არჩევნებზე 5-იანი შემოეხაზათ.

2016 წლის 16-27 ივლისს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მსოფლიოს პატრიარქის _ ბართლომე I ინიციატივით, ე.წ. დიდი საეკლესიო კრება უნდა ჩატარებულიყო, რომელიც შინაარსით ეკუმენისტური იყო და ამიტომ საქართველოს ეკლესიამ სერბეთის, რუსეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად უარი თქვა სულისწამწყმედ კრებაში მონაწილეობაზე.

მეუფე გრიგოლი სინოდის იმ ლიბერალ წევრებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ კრეტაზე წასვლას და ამიტომ შარშან, ივლისში მეორედ გავაყანდურესაქართველო და მსოფლიოსფურცლებზე.

ამ ზაფხულს კი სენაკში ისეთი ამბები შევიტყვე ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეზე, რომ ყურში არ შეიშვებოდა და ა.წ. 31 იანვარს საზოგადოების მიერ ლიბერალობაში ეჭვმიტანილი მეუფეები, რომლებიც თავიანთ თავს პატრიარქის ტახტზე განიხილავდნენ, ყველანი ერთად გავაყანდურე წერილში სათაურით როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა”…

მოკლედ, ჭაბუა ამირეჯიბის “მეუფე ყანდურში” არა მხოლოდ გურამ ბერბიჭაშვილი (მეუფე გრიგოლი), არამედ, საზოგადოდ, ლიბერალები იგულისხმება საქართველოს დედაეკლესიის წიაღში და ისინი, ვინც შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი პატრიარქის მოშორებით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში იოსებ თოფურიძის მიერ გადაბირებულ-შეგზავნილ ლიბერალურ ძალებშია საძებნი.

საერო თუ სასულიერო ლიბერალებს ქართული ეროვნული ცნობიერება აკლიათ, თორემ ჭკუის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან, ამიტომ ბევრ კითხვას აჩენს მომხდარი…

პირველი და, ალბათ, უმთავრესი: დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა ჩვენზე ზრუნვით დამაშვრალი პატრიარქი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს “დიდხანს” რამდენიმე პარასკევია და რატომ ლიბერალთა ასეთი ალოგიკური სულსწრაფობა?

ის ხომ არ არის მოწამვლის მცდელობის მოტივი, რომ პატრიარქმა საპატრიარქო ტახტისა და კვერთხის მემკვიდრედ უკვე დაასახელა კონსერვატორი იერარქი, რომლის წინააღმდეგი არიან არა მხოლოდ ეკლესიის წიაღში ჩაბუდებული ლიბერალი მღვდელმთავრები, არამედ ეკლესიის გარეთ მყოფი ლიბერალური პოლიტიკურ ძალები საქართველოსა და უცხოეთში?

ვიცი, რომ ამ ვარაუდების გამოთქმით ნელ-ნელა ე.წ. შეთქმულების თეორიისკენ მივდივარ და ამან შეიძლება მავანთა ქილიკი გამოიწვიოს, მაგრამ, დალოცვილო, რაღა თეორია, ბოლო 25-30 წელიწადი საქართველო დიდი შეთქმულების მსხვერპლი არ არის?

ამიტომ უფრო ღრმად შევტოპავ.

 ის მღვდელი, რომელიც ციანიდით ხელში დააკავეს, რომ არ დაეკავებინათ და მოეწამლა პატრიარქი, პათოლოგ-ანატომები, მართალია, დაადგენდნენ პატრიარქის სიკვდილის მიზეზს, მაგრამ მკვლელს, სავარაუდოდ, _ ვერა.

ამიტომ გარდაცვლილი პატრიარქის ტახტზე ლიბერალები სასწრაფოდ დასვამდნენ ვითომ კონსერვატორ პირს, სინამდვილეში ვინმე მეუფე ყანდურს, რომელიც მალე დაადანაშაულებდა მკვლელობის ორგანიზებაშიქართულ ოცნებას” (რა, ნაცებიდან პორტირებული ლიბერალები ცოტა ჰყავთ?) და პირადად ბიძინა ივანიშვილს. მოეწყობოდა ქართული მაიდანი, კიევიდან ჩამოვიდოდა სააკაშვილი და, რომ იტყვიან, ჩაო!

ასეთი სცენარი გამორიცხულია?

მოკლედ, კითხვები, ვარაუდები საკმარისზე მეტია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლა მთავარია, პროკურატურას არ მივცეთ გამოძიების უსაშველოდ გაჭიანურების საშუალება და, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ვერ გავიგოთ ქართველმა საზოგადოებამ, რას გადავურჩით თუ, საერთოდ, გადავურჩით.

ამიტომ ქვეყნის დეოკუპაციაზე მეტად საშურ საქმედ, საქართველოს დედაეკლესიის დეყანდურიზაცია, ანუ ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევა მიმაჩნია.

დასასრულ, სანამ პროკურატურა დაიწყებდა საქმის გამოძიებას, რას აკეთებდა პატრიარქის დაცვა, რომლის უფროსიც პატრიარქის ძმისშვილის სიძეა?

ვფიქრობ, კითხვა, საგანგაშო თუ არა, დამაფიქრებელია, უეჭველად…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here