Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: სამპროცენტიანი რესპუბლიკელები როგორ უნდა საუბრობდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე

ავთანდილ უნგიაძე: სამპროცენტიანი რესპუბლიკელები როგორ უნდა საუბრობდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე

553

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობამ მახინჯი ფორმა მიიღო. 

მათი თქმით, სახელმწიფომ საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს და მასთან ურთიერთობა მხოლოდ კონგორდატით გათვალისწინებული კომპენსაციების ფარგლებში დაარეგულიროს: ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლურკონკურენტულ ურთიერთობის შედეგად მივედით იქამდე, რომ გვესმის უგვანო და ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებისგან და ვხედავთ ორი მხარის დაპირისპირებას ეკლესიაში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება. რომელიც დღეს არსებობს და თუ საუბარია კომპენსაციაზე ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რა მოტივით ითხოვს რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტას, რა ძალები დგას რეალურად აღნიშნული მოთხოვნის უკან და რა იქნება შედეგი, თუ კი ხელისუფლება ამ მოთხოვნებს შეასრულებს, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თავმჯდომარეს ავთანდილ უნგიაძეს დაუკავშირდა.

ავთანდილ უნგიაძე:- რესპუბლიკელებისგან სხვას რას უნდა მოელოდე, ყველაფერი გასაგებია. ისინი პირდაპირ, მიზანმიმართულად იბრძვიან ეკლესიის წინააღმდეგ და გააგრძელებენ კიდეც ამ ბრძოლას.

რაც შეეხება დაფინანსებას, სამნიძეს და კორძაიას ურჩევნიათ, თავიანთ დაფინანსებას მიხედონ და თავიანთ გრანტებზე ილაპარაკონ. საპატრიარქოს სამათხოვრო არაფერი აქვს, თვითონ კიდევ ვის მილიონებზე ზიან, კაცმა არ იცის. თუმცა ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, მე სხვა რამე უფრო მიკვირს, – მთელი მსოფლიო იცვლება, ევროპა, ამერიკა, ფუნდამენტური გარდაქმნების ზღვარზეა, ჩვენ როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე ეს ე.წ. არასამთავრობო სექტა?! ისე, აქ ალბათ მარტო ხელისუფლებაც არაა დამნაშავე, ბევრი რამ საზოგადოების ზრალიც არის. ხალხმა თავის უმოქმედობით და ინერტულობით დაუშვა ის, რომ ძალაუფლება ქვეყნის მტრებმა ჩაიგდეს. ასე რომ არ იყოს და სამოქალაქო საზოგადოება თავის სიმაღლეზე იდგეს, სამპროცენტიანი რესპუბლიკელები როგორ უნდა საუბრობდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. ეკლესიის მტრებს და მოძულეებს საერთოდ რატომ უნდა ეთქმოდეთ სიტყვა საპატრიარქოს დაფინანსებაზე, როცა თვითონ კაცმა არ იცის, ვის დავალებებს ასრულებენ და ვისგან ან რისთვის იღებენ მილიონიან გრანტებს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here