Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

488

გერმანიის სასამართლომ გაამართლა პედოფილი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 14 წლის ნათესავთან

მშობლები შეეცადნენ, თავიანთი გოგონას გარყვნის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ ნათესავისთვის, მაგრამ სასამართლომ მამაკაცის მხარე დაიჭირა.

ქალაქ ბრანდენბურგის სააპელაციო სასამართლომ არ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნება დართო 16 წლის გოგონასა და მის 48 წლის ბიძას, ჰქონდეთ სასიყვარულო ურთიერთობა.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ სურს, “შეყვარებულების” ურთიერთობა დაანგრიოს და საზოგადოებამ დევნა დაუწყოს 16 წლის გოგონასა და 48 წლის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე შვილის მამაა. როდესაც გოგონას მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათ შვილს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ნათესავთან, წყვილი საფრანგეთში გაიქცა. ამასთანავე, როგორც გაირკვა, გოგონა 14 წლის იყო, როდესაც სექსუალური ურთიერთობა დაიწყო ბიძასთან.

დედ-მამამ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა პედოფილი ბიძის სისხლისსამართლებრივი კოდექსის მიხედვით დასასჯელად. შვილი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს ექსპერტიზის გასავლელად, მაგრამ იქიდან “შეყვარებულთან” გაიქცა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანონმდებლობით დაშვებელია 14 წლის მოზარდთან სექსუალური ურთიერთობა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალმა ცოლად მეგობარი ქალი შეირთო

რიო-2016”-ის ოლიმპიადის ჩემპიონმა სირბილში, სამხრეთ აფრიკელმა კასტერ სემენიამ ოფიციალურად იქორწინა თავის მეგობარ ქალ ვიოლეტ რასებოიეზე.

ტრადიციული ცერემონია პატარძლის თეთრი კაბითა და სტუმრებით სემენიას 26-ე დაბადების დღეს გაიმართა კეიპტაუნში.

სემენიას სქესობრივ კუთვნილებაზე ჯერ კიდევ 2009 წელს კამათობდნენ, როცა მან ბერლინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 800-მეტრიან დისტანციაზე სირბილში ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ეჭვს, რომ კასტერ სემენია ქალი არ იყო, მისი დისკვალიფიკაცია არ გამოუწვევია.

2009 წელს სემენია ქალურობის კატასტროფული დეფიციტის გამო იძულებული შეიქნა, გაევლო გენდერული ტესტირება, რის შემდეგაც რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 800 მ-ზე სირბილში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/caster1-539x5371.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/2157889318001_5080904935001.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Caster-Semenya-and-Violet-W.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kaster-semenya-wedding01.jpg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here