Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელები მხარს უჭერენ ტრამპს მედიის მიკერძოებულობის წინააღმდეგ ბრძოლაში

ამერიკელები მხარს უჭერენ ტრამპს მედიის მიკერძოებულობის წინააღმდეგ ბრძოლაში

485

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს ამერიკელთა თითქმის 50%-ის უნდობლობას ახალი ამბების ტრადიციული წყაროების მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია განაგრძობენ კონფრონტაციას რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგები მათ საფუძველს აძლევს, გააძლიერონ ძალისხმევა.

ემერსონის (ბოსტონი) კოლეჯის მიერ 2017 წლის 5_6 თებერვალს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 49% ტრამპს პატიოსან პოლიტიკოსად მიიჩნევს და მხოლოდ 39% ენდობა ამერიკულ მედიასაშუალებებს. დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 69% დარწმუნებულია ამერიკული მედიის პატიოსნებაში, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 91%-ის აზრით კი, ამერიკული მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელთა მხოლოდ 17%-ს აქვს კარგი წარმოდგენა ტელეარხ “სი-ენ-ენზე”, The New York Times-ს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 14%, MSNBC-ს _ 13%; The Washington Post-ს _ 14% და მხოლოდ Fოხ Nეწ-ის მუშაობა მოიწონა რესპონდენტთა 21%-მა.

The Daily Caller

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here