Home რუბრიკები პოლიტიკა კანადის პრემიერმინისტრი: ტრამპისათვის ლექციების წაკითხვას არ ვაპირებ

კანადის პრემიერმინისტრი: ტრამპისათვის ლექციების წაკითხვას არ ვაპირებ

526

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ კანადა არ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის ახალ საიმიგრაციო პოლიტიკას, მას არ აქვს უფლება თავს მოახვიოს ტრამპს საკუთარი შეხედულებები.  

„საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებში აშშ-სა და კანადას განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა არ ვაპირებ, ამერიკის პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით ლექციები ვუკითხო“. – განაცხადა ტრიუდომ. შეხვედრა თეთრ სახლში გვიან ღამით დასრულდა. მხარეები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ასევე შეხვედრის დასასრულს კანადის პრემიერმინისტრმა თეთრი სახლის ლიდერი დაასაჩუქრა. ჯასტინ ტრიუდომ დონალდ ტრამპს მისი ახალგაზრდობის ფოტო გადასცა. ფოტოზე ახალგაზრდა ტრამპი ტრუდოს მამასთან, ყოფილ პრემიერ პიერ ტრიუდოსთან ერთად არის გადაღებული. ტრამპმა უმცროს ტრიუდოს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე კარგად ვიცნობდი პიერ ტრიუდოს და პატივს ვცემდი მას. ამ ფოტოს საპატიო ადგილას შევინახავ,“-აღნიშნა ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here