Home რუბრიკები პოლიტიკა პატრიარქის ლიკვიდაციის გეგმის სისრულეში მოყვანა დეკანოზმა მამალაძემ ვერ მოსაწრო

პატრიარქის ლიკვიდაციის გეგმის სისრულეში მოყვანა დეკანოზმა მამალაძემ ვერ მოსაწრო

513

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი დანაშაულის მოტივი ანგარებაა. „ამ ეტაპზე რაც დგინდება, ანგარებითი მოტივია“, – განაცხადა შოთაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

 

1 COMMENT

  1. რა ხდება ერის სულიერ სამყაროში? შიგნიდან ინგრევა ყველაფერი , საშინელებაა, ვინმე მოვიდეს გონზე, დროულად სანამდე ქართველები გავანადგურებთ ერთმანეთს,და მტრის გასახარებლად საქართველო დარჩება უქართველებოდ, როგორც ჩვენი მტრები ილოცებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here