Home რუბრიკები საზოგადოება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია

490

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტები პირველად გაიმიჯნება. კერძოდ, იმ 120 ათასამდე მოქალაქეს, ვისაც 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო, ანუ სრული პაკეტის მომხმარებელი. 

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ ვინც ორმაგი – კერძო და საყოველთაო – დაფინანსებით სარგებლობდა, გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი. ამასთან, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, დადგენილების ამოქმედებამდე საბაზისო ან მინიმალური პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ანაზღაურდება იმავე პაკეტის შესაბამისად, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი იმოქმედებს ვადის ამოწურვამდე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებები  მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here