Home რუბრიკები სამართალი ქურდული სამყაროს სტატისტიკა – კანონიერი ქურდების 57% ქართველია

ქურდული სამყაროს სტატისტიკა – კანონიერი ქურდების 57% ქართველია

6988

ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში 485 კანონიერი ქურდია. გამოქვეყნდა ე.წ. „ქურდული სტატისტიკა“, სადაც მოცემულია „კანონიერი ქურდების“ რაოდენობა, დემოგრაფიული და ეროვნული შემადგენლობა, აგრეთევ რამდენი მათგანი იმყოფება ციხეში და რამდენი – თავისუფლებაზე.

Newposts-ის თქმით, “კრიმინალური სამყაროს ესა თუ ის წარმომადგენელი საჯაროდ არ აღიარებს მის „სტატუსს“, ასევე ცდომილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბევრი „კანონიერი ქურდი“ არ არის აღიარებული ასეთად მოწინააღმდეგე ბანაკის მიერ. შესაბამისად, „კანონიერი ქურდების“ ნამდვილი რაოდენობა მხოლოდ ე.წ. „საერთო სხოდკის“ შემდეგ გაირკვევა, რომელიც სავარაუდოდ არცთუისე შორეულ მომავალში უნდა ჩატარდეს.

აღნიშნული 485 დან ციხეში მხოლოდ 118 „კანონიერი ქურდი“ იმყოფება, ამასთან ისინი გეოგრაფიულად თითქმის მთელი მსოფლიოს ციხეებში არიან გაფანტულები. მათგან 37 კრიმინალი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. შესაბამისად 367 ქურდი თავისუფალია, თუმცა 14 – ძებნაშია და შესაძლოა ისინიც ციხეში აღმოჩდნენ.

ქურდების 47% 35-50 წლისაა, 40 – 50 და ზევით. „კანონიერი ქურდებიდან“ მხოლოდ 68 ადამიანს არ შესრულებია 35 წელი. ყველაზე ახალგაზრდა რევაზ უბილავაა, რომელსაც არცისე დიდი ხნის წინ 22 წელი შეუსრულდა. ყველაზე უხუცესი – 88 წლის ბორია უშატი, რომელიც დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს. მისი ტოლია ქართველი კუკური ზედაშიძე, რომელმაც მართალია 80-იან წლებში ტელევიზიით გამოსვლისას ოფიციალურად განაცხადა, რომ აღარ მისდევს ქურდულ კანონებს, მაგრამ კვლავ იმყოფება საქართველოს შსს-ს აღრიცხვაზე, როგორც ქურდი.

აღსანიშნავია რომ ქურდების უმრავლესობა – 276 ადამიანი – ქართველია, რაც საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენს. ისინი ძირითადად თბილისიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან და ზუგდიდიდან არიან. უმრავლესობას ერთმანეთთან ნათესაური ან მეზობლური კავშირები აერთიანებს. ცნობილია ძმები, რომლევიც „კანონიერი ქურდების“ ტიტულს ატარებენ – ესენია თვალჭრელიზეები, შუშანაშვილები. ჯაფარიძეები, პაპიაშვილები, ქარდავები და სხვ.

მეორე ადგილზე რუსები არიან, თუმცა ისინი საგრძნობლად ჩამორჩებიან ქართველებს – 61 „კანონიერი ქურდია“ რუსი ეროვნების. აღსანიშნავია, რომ ისინი ამ ტიტულს ქართველებს უნდა უმადლოდენ. თუ გადავხედავთ ისტორიას, სლავები, რომლებიც ადრე „ბატონობდნენ“, 80 წლებიდან ქართველებმა შეავიწროვეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „დედაქალაქელი“, მოსკოველი ქურდები კვლავ ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, თუმცა მათი რაოდენობა 8-ს არ აღემატება. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ „დედაქალაქელები“ ხელშეუხებლები არიან როგორც ქურდულ სამყაროში, ასევე, რაც მათავრია, მათ ხელს არც პოლიცია ახლებს.

მესამე ადგილზე სომეხი ქურდები არიან, რომლებიც სომხეთში ცხოვრობენ. მათი გავლენა ამ ქვეყანას არ სცილდება და ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ, რადგან ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა. რამდენიმე მათგანი სოჭიდანაც კი გადმოსახლდა. ამგვარი პირობების გამო ხშირია სომხეთში სხვადასხვა „სხოდკების“ ჩატარება. ადგილობრივები სტუმრებს გულთბილად იღებენ და უმაღლეს სახელისუფლო დონეზეც კი ლობირებენ.

ანალოგიური, „სასათბურე“ პირობები „კანონიერ ქურდებს“ მხოლოდ აფხაზეთში გააჩნიათ.

მეოთხე ადგილზე იეზიდები არიან. ამ ნაციას, რომელიც მუდმივად დევნას განიცდიდა სხვადასხვა ქვეყანაში, შეუძლია იამაყოს იმით რომ მისი წარმომადგენლები – „დედ ხასანი“ და შაქრო კალაშოვი, თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც ქურდულ სამყაროს მართავენ. საინტერესოა ისიც, რომ იეზიდებს ეკუთვნის ე.წ. „გვაროვნული“ რეკორდი – 4 ქურდი ატარებს გვარს ოზმანოვს და 3 – კალაშოვს.

სხვა ეროვნებებიდან უნდა გამოიყოს ჩეჩნები, რომლთა რიცხვმაც (როგორც ამბობენ, აქ ჩეჩნეთის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენაც მოქმედებს) უკანასკნელ წლებში მოიმატა და მათ რაოდენობის მხრივ გაუსწრეს უკრაინელებს, თათრებს, ებრაელებს, ბერძნებს და სხვ”. – ნათქვამია Newposts-ის სტატიაში.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here