Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო რუსეთის საზღვრებთან იარაღს აჟღარუნებს

ნატო რუსეთის საზღვრებთან იარაღს აჟღარუნებს

529

სიენენიაღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო მასშტაბურ მანევრებზე წერს.

ნატოს წევრები თავიანთი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებას რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცდილობენ _ სამხედრო ხომალდები შავი ზღვის აკვატორიაში გამოჩნდნენ, პოლონეთის ველებზე კი ამერიკული ტანკებიდან გასროლილი ჭურვების აფეთქების ხმა გაისმა.

ნატოს ქვეყნების 8 ხომალდი, რომლებიც ოპერატიულ ჯგუფს შეადგენს სახელწოდებით Standing Maritime Group 2, შავ ზღვაში რუმინეთის სანაპიროსკენ გაემართა სწავლება “ზღვის ფარში” მონაწილეობისთვის. ბალტიის ზღვის მსგავსად, ბოლო პერიოდში შავი ზღვაც ხშირადაა ხოლმე რუსეთისა და ნატოს დაპირისპირების ადგილი.

“ეს არის დემონსტრაცია ალიანსის გადაწყვეტილებისა, დაიცვას თავისი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან, აგრეთვე, გააძლიეროს უსაფრთხოება ამ რეგიონში”, _ განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ალიანსის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, “ზღვის ფარი” ტექნიკურად არ არის ნატოს ოპერაცია, მაგრამ მასში მონაწილეობს ამ ორგანიზაციის წევრი ბევრი ქვეყანა, მათ შორის _ ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, რუმინეთი, ესპანეთი, აშშ და თურქეთი.

ამერიკული ტანკები და სამხედროები, აგრეთვე, მონაწილეობდნენ პოლონეთის ქალაქ ჟაგანშთან ახლოს გამართულ სამხედრო მანევრებში. ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ ნატო მოძველდა და სურს ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, რომელიც სიმტკიცეზე ამოწმებს ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ევროპის საზღვრებს. ამ განცხადებამ ძალიან შეაშფოთა ევროპელები, მაგრამ თავდაცვის მინისტრად ცოტა ხნის წინათ დანიშნულმა გადამდგარმა გენერალმა ჯეიმს მატისმა, რომელიც ადრე ნატოს გაერთიანებულ სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და განაცხადა, რომ ამის შესახებ ტრამპს უკვე მოახსენა.

ამერიკული სამხედრო ძალები, რომლებიც მონაწილეობდნენ იანვრის ბოლოს გამართულ სწავლებაში, 4000-იანი შენაერთის ნაწილია, რომელიც წლის დასაწყისში განლაგდნენ ევროპაში.

P.S. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები აკონტროლებენ სიტუაციას შავ ზღვაში და ნატოს ხომალდების გადაადგილებას ყურადღებით აკვირდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here