Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: კოლექტიური მურუსიძეები არა თუ ვერ იქნებიან სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, ისინი...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: კოლექტიური მურუსიძეები არა თუ ვერ იქნებიან სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, ისინი თავიანთი მოღვაწეობით დამნაშავეები არიან

540

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვლის მხრიდან სასამართლოზე გარკვეული ზეწოლა ხორციელდება. 

დეპუტატის თქმით, აღნიშნულმა ზეწოლამ ბოლო დროს პიკს მიაღწია და შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ: „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ არნახულ ზეწოლას, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე. ამ საკითხმა განსაკუთრებულ პიკს ბოლო დღეებში მიაღწია. სასამართლო ნამდვილად არის ერთერთი ხაზი, სადაც გადის ჩვენი დემოკრატიის ზღვარი და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. მივმართავ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხის გამოძიებას, რადგან რასაც ვხედავთ, მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე“- განაცხადა კილაძემ.

კონკრეტულად რა სახის ზეწოლას ახორციელებს სააკაშვილის გარემოცვა სასამართლოზე, რა ბერკეტები აქვთ მათ ამისთვის და რა ზომებია საჭირო ამ ზეწოლის მოსახსნელად, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: – დღეს ამ დამოუკიდებელ სახელისუფლო შტოს წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ პოლიტიკური ნიშნით და მათ მიერ დადგენილი საბოლოო განაჩენით ბრალდებული პირები პარლამენტს გამოცხადებული ჰყავს პოლიტპატიმრებად. აქედან გამომდინარე, ქალბატონი სოფო კილაძე კი არ უნდა ვარაუდობდეს, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა არნახულ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, პირდაპირ პროტესტს უნდა გამოხატავდეს, რადგან ეს სავარაუდო არ არის და ამის მტკიცებულებები არსებობს. ზოგადად არა მარტო ქალბატონმა კილაძემ, ყველა დეპუტატმა, ვისაც რეალურად აწუხებს ის, რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, პირდაპირ უნდა თქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა სააკაშვილისდროინდელი ზონდერმოსამართლეები და მათ შორის ბატონი მურუსიძე, რომელიც ივანიშვილის მიერ თავის დროზე გამოცხადდა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად. აი, ეს კოლექტიური მურუსიძეები არა თუ ვერ იქნებიან სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, ისინი თავიანთი მოღვაწეობით დამნაშავეები არიან. სანამ ასეთი ხალხი იქნება თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, სასამართლო ვერ გახდება თავისუფალი და ის ყოველთვის იქნება სააკაშვილის გავლენის ქვეშ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ხალხი არის ამ სისტემაში ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ძველი ინერციით მიდის და განუხრელად აგრძელებს წინა ხელისუფლებისდროინდელ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here