Home რუბრიკები პოლიტიკა მცურავი კუნძულები _ “ნოეს კიდობანი უოლ სტრიტის ფულისთვის”

მცურავი კუნძულები _ “ნოეს კიდობანი უოლ სტრიტის ფულისთვის”

635

.. კაჟის ველის მილიარდერების პროექტის განხორციელება რეალური ხდება. სისტეიდინგის (თავისუფალი საზოგადოების ცხოვრება სპეციალურ ნაგებობაში, რომელიც ცურავს ღია ზღვაში, არ ექვემდებარება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის იურისდიქციას) ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საფრანგეთის პოლინეზიის მთავრობასთან ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ ინიციატივას კუნძულებზე მცხოვრებნი სკეპტიკური განწყობით შეხვდნენ.

სისტეიტინგის ინსტიტუტისა და ფრანგული პოლინეზიის მთავრობის შეთანხმება მილიარდერებს კუნძული-სახელმწიფოების ქსელის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. სისტეიდინგის ინსტიტუტის თანამშრომლები შეიმუშავებენ საკანონმდებლო ბაზას პროექტის სარეალიზაციოდ და გამართავენ მოლაპარაკებებს სუვერენიტეტზე. პროექტის პირველ ვარიანტს 2018 წლის ბოლოს წარმოადგენენ და, თუ მოიწონებენ, მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.

სისტეიდინგის ინსტიტუტი ჩამოაყალიბეს ე.წ. კაჟის ველის (სანტა-კლარა, კალიფორნია _ ელექტრონული ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის უდიდესი ცენტრი) მილიარდერებმა, პირველ რიგში, პიტერ ტილმა.

პროექტის განსახოციელებლად უნდა დაიხარჯოს 225 მილიონი, შემდეგ კი მომსახურებაზე ყოველწლიურად _ 8 მილიონი.

ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, მცურავი კუნძულები საფუძველს ჩაუყრის დამოუკიდებელ საზოგადოებას საკუთარი მთავრობით. პოლინეზიელები კი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ეს მილიარდერთა კიდევ ერთი ახირებაა. ადგილობრივმა ჟურნალისტმა აღნიშნულ პროექტს “უოლ-სტრიტის ფულისთვის განკუთვნილი ნოეს კიდობანი” უწოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here