Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

550

რას გვასწავლის ლუიზა ჩიკონეს სიმღერები

უხამსობის, ნარკოტიკებისა და გარყვნილების პროპაგანდა დღეს ვარსკვლავურ ოლიმპოზე ასული ბევრი შემსრულებლის კომპოზიციაშია. ეს არის ანარეკლი იმ რეალური, ოღონდ არააფიშირებული, მიზნებისა, რომლებამდე მისაღწევადაც მუშაობენ მუსიკალური პრემიების თანამედროვე ინსტიტუტები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/madona.jpg

მადონა (ლუიზა ჩიკონე) ერთ-ერთია იმ პიროვნებებს შორის, რომლებსაც მედია ყველაზე ხშირად მოიხსენიებს. მომღერლის ანგარიშზე MTV Video Music Awards-ის სტატუეტის სარეკორდო რაოდენობაა _ 20, აგრეთვე, “გრემის” 7 პრემია და სხვა უამრავი ჯილდო. მისი წარმატების ისტორია სამაგალითოა ბევრი წამყვანი და უკვე პოპულარული ზოგი შემსრულებლისთვის. მაგრამ საინტერესოა, რატომ, რისთვის უყვართ ეს მომღერალი დასავლეთში და არამხოლოდ დასავლეთში; რატომ არ არქმევენ საგნებს თავის სახელს მუსიკალური პრემიების ინსტიტუტები და კრიტიკოსები, რომლებიც ამ მომღერლის შემოქმედების მიზნების შეფასებისას ცდილობენ, ბუნდოვანი ფორმულირებები გამოიყენონ.

მადონას მოღვაწეობის სფერო სულაც არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ამ დესტრუქციული ქცევებითა და პროგრამებით, რომლებიც თანამედროვე შოუბიზნესში თავის დასამკვიდრებლად საჭირო ბილეთია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/madona-2.jpg

იმ ძირითადი იდეის გასაგებად, რომელსაც მადონას დახმარებით, აგერ უკვე 30 წელზე მეტია, წარმატებით ახვევენ თავს საზოგადოებრიობას, საკმარისია, გავაანალიზოთ ამ მომღერლის შემოქმედება და ყურადღება მივაქციოთ ორ ტენდენციას, რომლებმაც მისი სახე და ამპლუა ჩამოაყალიბა. ესენია: მოჩვენებითი რელიგიურობა და საჩვენებელი უზნეობა.

მადონა პირველი სიმღერებიდანვე ცდილობდა, ჩაენერგა საზოგადოებაში ეს წინააღმდეგობრივი ტენდენციები: აჩვენებდა, რომ შეიძლება იყო მორწმუნე და, ამასთანავე, მოიქცე ვულგარულად; შეიძლება მოიხმარო ნარკოტიკი, სექსი გქონდეს, ვისთანაც მოგესურვება, შემდეგ კი დემონსტრაციულად ილოცო და თავი წარმოაჩინო უმანკოდ; შეიძლება გწამდეს ღმერთის და დაიცვა ეკლესიის დოგმატები, მაგრამ იცხოვრო ამორალურად.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/madona-3.jpg

სწორედ ასეთია მადონას გზავნილი საზოგადოებისადმი და მისი გარეგნობაც. ლუიზა ჩიკონეს პოპულარიზაციით მასების ცნობიერებაში სახე ქალწული მარიამისა, რომელიც ქრისტიანობაშიც და ისლამშიც სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლოა, შეცვალეს მადონას, გარყვნილი მეძავის, სახით.

დღეს უკვე ნიღაბი ჩამოგლეჯილია. მადონა თავის ბოლო ალბომში ხოტბას ასხამს ილუმინატებს, ახალ მსოფლიო წესრიგს და ჯვარზე ცეკვავს მონაზვნებთან ერთად. აი ამისთვის იღებს ის ახალახალ ჯილდოებს. ეს ურტყამს არა მხოლოდ ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ აშკარა საინფორმაციო აგრესიას, არამედ, საერთოდ, ყველა ადამიანს, რომლებიც ზნეობის პრინციპების დაცვას ცდილობენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/madonn.jpg

მადონასა და მისი მსგავსი შემსრულებლების წყალობით, ზნეობრივ დეგრადაციას განიცდის მილიონობით ადამიანი, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. მათ შორის არიან მორწმუნეებიცა და ათეისტებიც, მაგრამ ყველა, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მიდის იმ “ღმერთისკენ”, რომელსაც დღეს უმღერის ეს ქალბატონი.

მადონას შემოქმედება მიმართულია:

* უხამსობისა და ავხორცობის პროპაგანდისკენ;

* ნარკოტიკების პროპაგანდისკენ;

* გარყვნილების პროპაგანდისკენ;

* სატანიზმის პროპაგანდისკენ.

ყოველთვის, როცა ელექტრონულ მასმედიაში წააწყდებით მადონას ახალ ტრეკს ან მორიგ დადებით სტატიას მის შემოქმედებაზე, გახსოვდეთ, ამ მედიასაშუალების მფლობელებს სამიზნეში ჰყავხართ ამოღებული თქვენ და თქვენი შვილები…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here