Home რუბრიკები საზოგადოება რომის პაპი: ვინც რწმენას დასცინის ის საპასუხო დარტყმას უნდა ელოდოს

რომის პაპი: ვინც რწმენას დასცინის ის საპასუხო დარტყმას უნდა ელოდოს

488

რომის პაპი ფრანცისკი მიიჩნევს, რომ “სიტყვის თავისუფლების” ცნებაში შეზღუდვები უნდა არსებობდეს. აღნიშნული აზრი პონტიფიკოსმა პარიზში გახმაურებული ტერატქის – სატირულ ჟურნალზე “შალი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის შემდგომ გააკეთა. მან ფაქტობრივად გაამართლა მოტივი, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოყვა მედიაში.

“არავის შეუძლია იცინოს რწმენაზე. ის კი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა ელოდოს საპასუხო დარტყმას”, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ როგორც რწმენის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

“არ შეიძლება პროვოცირება, არ შეიძლება სხვისი რწმენის დამცირება, არ შეიძლება რწმენის დაცინვა. არსებობს ზღვარი. ყველა რელიგიას თავისი ღირსება აქვს. სიტყვის თავისუფლება სასიკეთოდ უნდა არსებობდეს”, – აღნიშნა რომის პაპმა.

რომის კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი პაპი ცნობილია, თავისი მემარცხენე ლიბერალური იდეებით. შესაბიმისად ის თუ ამას იძახის ე.ი. მართლაც დასაფიქრებელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here