Home რუბრიკები საზოგადოება ვინ “შეავიწროვებს”Boeing -სა და Airbus -ს 2017 წელს?

ვინ “შეავიწროვებს”Boeing -სა და Airbus -ს 2017 წელს?

516

Boeing -ისა და Airbus -ის დუეტი ჰაერში დასასრულს მიუახლოვდა, რადგან “მათ ტერიტორიაზე” უცერემონიოდ შეიჭრა კანადური Bombardier -ი.

2016 წლის 16 დეკემბერს კომპანია AirBaltic -ის Bombardier SC 300-მა პირველი კომერციული გაფრენა განახორციელა რიგიდან ამსტერდამში. და ეს მხოლოდ დასაწყისია შოკისა სამოქალაქო ფრენების ბაზრის მონოპოლისტებისთვის _ უახლოეს  ორ წელიწადში საშუალო მაგისტრალების ვიწროფიუზელაჟის თვითმფრინავების კომპანიაში უფრო დაცხება, რადგან ახალი ტიპის თვითმფრინავებს კიდევ ორი ქვეყანა წარმოადგენს _ ჩინეთი და რუსეთი: პირველი C919-ს, მეორე МС-21-200-ს.

დღეს მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა საშუალომაგისტრალის ვიწროფიუზელაჟის თვითმფრინავებია. სამოქალაქო ლაინერების ევოლუციამ შექმნა ახალი თაობა ყველაზე მოთხოვნადი საჰაერო ხომალდებისა _ თვითმფრინავებისა, რომლებსაც შეუძლიათ ერთი დატუმბვით 6 ათასი კმ მანძილის გაფრენა და 160 მგზავრის გადაყვანა. ისინი 12,5კმ-ის სიმაღლეზე დაფრინავენ, რაც მათ საწვავის ეკონომიის საშუალებას აძლევს, რადგან ამ სიმაღლეზე ნაკლებია ჰაერის წინააღმდეგობა. ასეთ სიმაღლეზე ადრე მხოლოდ ბიზნეს-ჯეტები ადიოდნენ.

დღეს ამ ტიპის თვითმფრინავებზე ავიამგზავრების 78% მოდის. საყურადღებოა ისიც, რომ, ფართოფიუზელაჟის თვითმფრინავებთან შედარებით, რომლებსაც განეკუთვნება, მაგალითად, კარგად ცნობილი Boeing -ი და Airbus -ი, ვიწროფიუზელაჟის თვითმფრინავით კონტინენტს შიგნით ერთი მგზავრის გადაყვანა უფრო იაფია.

ასე რომ, ამ ზამთრამდე სამოქალაქო სამგზავრო ცას Boeing და Airbus იყოფდნენ. Boeing, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, გადაზიდვების რეკორდსმენია სამოქალაქო ავიაციის არსებობის ისტორიაში, დაფრინავს 1968 წლიდან. ამჟამად ამ ბრენდის 10 სხვადასხვა მოდიფიკაციის 8 ათასი თვითმფრინავი არსებობს და ყოველ 5 წამში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში Boeing 737 ჯდება ან გასაფრენად ემზადება. ასაწყობად თავის რიგს ელოდება  კიდევ 4 ათასი თვითმფრინავი და მალე დაიწყება Boeing 737 MAX 7-ის გამოშვებაც.

ევროპული კონსორციუმი Airbus S.A.S Boeing 737-ზე 20 წლით უმცროსია. 1980-იანი წლების ბოლოდან მან 7 ათასამდე თვითმფრინავი გამოუშვა. ამ სერიის ყველაზე თანამედროვე მოდელია Airbus A319Neo  ახალი ძრავებით. პირველმა ის  Lufthansa -მ შეიძინა 2016 წლის იანვარში, ხოლო 2016 წლის დეკემბერში ავიაკომპანია AirBaltic -მა მოულოდნელი სვლა გააკეთა _ ძირითად თვითმფრინავად აირჩია სუპერთანამედროვე, მაგრამ მგზავრებისათვის ნაკლებადცნობილი კანადური Bombardier-ი. ბალტიისპირელ ლოუკოსტერს რკინის არგუმენტები აქვს: Bოეინგ 737 _ ეს 1960-იანი წლების სრულყოფილი ტექნოლოგიებია; Airbus _ 1980-იანი წლებისა, ხოლო Bომბარდიერ _ XXI საუკუნის იდეები და ტექნოლოგიები. Bombardier SC300 -ის კორპუსში 46% კომპოზიტური მასალაა და 24% კი ალუმინ-ლითიუმის შენადნობები, რაც მას კონკურენტ Boeing -სა და  Airbus -ზე 4 ტონით მსუბუქს ხდის. შესაბამისად, ახალი Bომბარდიერ 20%-ით ნაკლებ საწვავს ხარჯავს. მისი ფრენის სიმაღლე 12,5 კმ-ს აღწევს, რაც 1000 მეტრით მეტია Bოეინგ 737 ჩლასსიც-ის ფრენის  სიმაღლეზე. უახლესი კონსტრუქცია ამცირებს ლაინერის გაფრენისწინა სამზადისს. ამგავრად, კანადური თვითმფრინავი ექსპლუატაციის მხრივ კონკურენტებზე 15%-ით იაფია. ახალი Bombardier -ის სალონში 145 მგზავრი თავსდება, ხოლო სავარძლებს შორის დაშორება და მათი სიგანე (48 სმ, ნაცვლად კლასიკური Boeing 737 -ის 43 სმ-ისა) საშუალებას აძლევს მგზავრებს, კომფორტულად მოეწყონ, როგორც ბიზნეს-კლასში.

სასიამოვნო დეტალი: Bombardier CS300-ის ფანჯრები ორჯერ დიდია, ვიდრე Airbus -ის და მეოთხედით მეტი Boeing -ისაზე.

და რაც ყველაზე მთავარია მგზავრებისათვის: CS300-ის სალონში ხმაური ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე კონკურენტებთან. თვითმფრინავის შემქმნელებმა ეკოლოგიური სტანდარტების ახალ ნიშნულს მიაღწიეს _ CO2 და NOX-ის გამოყოფა შესაბამისად 20 % და 50%-ითაა შემცირებული. და ეს არა მხოლოდ გარემოს დაცვაზე ზრუნვაა, არამედ მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა.

თვითმფრინავების პარკის განახლებისას ავიაკომპანიები ორიენტირებულნი არიან  არა მხოლოდ ტექნიკურ და ეკონომიკურ მახასიათებლებზე, არამედ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) პერსპექტიულ ეკოლოგიურ სტანდარტებზე.

მაგრამ Bombardier -ის აშკარა უპირატესობა დიდხანს არ გასტანს. კანადელების კვალდაკვალ 2017 წელს ბაზარზე გამოვა საშუალომაგისტრალის ვიწროფიუზელაჟის თვითმფრინავების კიდევ ერთი მოთამაშე _ რუსული კორპორაცია “ირკუტი”, რომელიც უშვებს ახალ თვითმფრინავ МС-21-200-ს _ რუსული სამოქალაქო ავიაციის იმედს, თავისი პარამეტრებით კონკურენტების თანამედროვე მოდელებზე ბევრად უკეთესს. ეს მოდელი Bombardier СS300-ს მოჰგავს, მაგრამ უფრო ტევადია _ “ირკუტში” 176 მგზავრის სავარძელია. როგორც კანადის თვითმფრინავი, რუსულიც აგებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით. უახლოეს მომავალში ამ თვითმფრინავებზე დააყენებენ სამამულო წარმოების ძრავს _ ПД-14-ს. ეკონომიური ძრავი და მსუბუქი კორპუსი 13%-ით საწვავის ეკონომიის საშუალებას იძლევა Boeing -თან და  Airbus -თან შედარებით. “ირკუტი” МС-21 -ის მიყიდვას რუსულ ავიაკომპანიებზე გეგმავს, ასევე СНГ-ს ქვეყნებზე, მაგრამ მთავარი მიზანი პერსპექტიული აზიური ბაზრებია, რომლებიც ყოველწლიურად 7-15%-ით იზრდება წელიწადში.

მაგრამ იქ მათ სერიოზული კონკურენტი ელოდება. 2018 წელს საშუალომაგისტრალის თვითმფრინავების ბაზარზე ჩინელები გამოდიან. კორპორაცია Commercial Aircraft Corp. of China COMAC -მა განაცხადა C919 თვითმფრინავების წარმოებაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს ავიამწარმოებლების კორპორაციის პროდუქტი იქნება. C919 გათვლილია, უპირველესად, “საკუთარ” ავიაკომპანიებზე, რომლებსაც სახელმწიფო აიძულებს თავისი თვითმფრინავების ყიდვას. და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, COMACკონკურენციას გაუწევს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here