Home რუბრიკები პოლიტიკა რუმინეთის მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა კანონი კორუფციის დეკრიმინალიზაციის შესახებ

რუმინეთის მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა კანონი კორუფციის დეკრიმინალიზაციის შესახებ

510

მთავრობის კომპრომისის მიუხედავად, ბუქარესტის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მასობრივი საპროტესტო აქციები რუმინეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრთა კაბინეტმა კორუფციის დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა.  

მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ოფიციალური კორუფციის გარკვეული ფორმების დეკრიმინალიზაციას. ამის შესახებ ,,როიტერს მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.

უკვე მეხუთე დღეა, ათიათასობით მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს. პოლიციის შეფასებით, 4 თებერვალს აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაუტოლდა 330,000-ს, რაც ყველაზე დიდი რიცხვია მას შემდეგ, რაც 1989 წელს კომუნისტი დიქტატორი, ნიკოლაე ჩაუშესკუ დაამხეს. გრინდეანუს განცხადების ტელევიზიით გადაცემის მომენტში, პოლიციის შეფასებით 170 ათასამდე დემონსტრანტი მისი ოფისის წინ იყო შეკრებილი და გაჰყვიროდა ლოზუნგებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.

ახალი რეგულაციით, ციხეები იმ პირებს უნდა დაეტოვებინათ, რომლებსაც ქვეყნისთვის 47,5 ათას დოლარაზე მეტი არ მიუტენებიათ. კანონი ძალაში 10 თებერვლიდან უნდა შესულიყო, თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here