Home რუბრიკები სამართალი ქუთაისში ადვოკატი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფმა გაიტაცა და სცემა

ქუთაისში ადვოკატი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფმა გაიტაცა და სცემა

743

ქუთაისში ადვოკატი ილია ჯანელიძე, საკუთრი დაცვის ქვეშ მყოფმა სცემა. როგორც უფლედამცველი “აიპრესთან” აცხადებს ის გვიან ღამით ორმა პირმა სახლიდან გაიყვანა და სცემა. ადვოკატის ცნობით, ამ დროისთვის ორივე მათგანი დაკავებულია. ხოლო საქმეში მონაწილე 2 პირი ამ დრომდე იძებნება.

“ეს ადამიანები იყვნენ დავით ტურაბელიძე და გიორგი ძოწენიძე.მათთან ერთად იყო 2 პირი, რომელიც შემდეგ ამოვიცანი. 28 იანვარს სახლიდან გამიყვანეს და მცემეს. დავით ტურაბელიძე ცრუ ჩვენებაშია ბრალდებული და სასამართლომ მას 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ტურაბელიძე შეცვლილ ჩვენებას და გირაოს, მე მაბრალებდა მეუბნებოდა შენ გააკეთე ისე რომ სასამართლომ დამნაშავედ მცნოო. რეალურად ის სასამართლომ სხვა საქმეში სცნო დამნაშავედ. წამიყვანეს გუმათ ჰესის მიმართულებით, გზაში მცემდნენ და ამბობდნენ წყალში გადავაგდოთო. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა პირობა ჩამომართვა, რომ ამ ფაქტს არ გავახმაურებდი და მეც დავთანხმდი, რადგან ჩემი სიცოცხლე იმ წუთებში საფრთხის ქვეშ იყო. თუმცა მოგვიანებით პოლიციას ვაცნობე. ტურაბელიძე და ძოწენიძე დაკავებულები არიან დანარჩენი ორი კი ისევ იძებნება,როგორც ჩემთვისაა ცნობილი ისინი ბრალს არ აღიარებენ”,- განაცხადა ადვოკატმა ილია ჯანელიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here