Home რუბრიკები საზოგადოება Xiaomi -ს საუკეთესო სმარტფონები 2017 წლის დასაწყისისთვის

Xiaomi -ს საუკეთესო სმარტფონები 2017 წლის დასაწყისისთვის

1344

Xiaomi Inc. ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კერძო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი  პეკინში მდებარეობს. ის მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია _ აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას. მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, კომპანიამ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც, ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.

კომპანიას დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად _ კონტინენტურ ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა და ინდონეზიაში.

IDC-ის მონაცემებით, ამჟამად Xiaomi  მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Xiaomi -მ ინვესტორებისგან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ახალშექმნილი ტექნოლოგიური კომპანია გახდა; მისი ღირებულება 46 მილიარდ დოლარზე მეტია, უშვებს სმარტფონებს, რომლებიც დღეს ბევრს მოსწონს. მყიდველს ფული არ ენანება იმ სმარტფონებში, რომლებსაც ამ ფირმის ლოგო ადევს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შარშან კომპანია ყოველთვიურად უამრავ მოწყობილობას წარმოადგენდა ბაზარზე, რამაც დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ჩვენ დაგეხმარებით, გაერკვეთ კომპანიის ასორტიმენტში და წარმოგიდგენთ საუკეთესო სმარტფონებს, რომელთა შეძენა ნამდვილად ღირს.

Xiaomi Mi Mix

ეს სმარტფონი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ის კომპანიის ყველაზე ახალი და ყველაზე შთამბეჭდავი სმარტფონია. მის 6,4-დიუმიან ეკრანს უკავია მოწყობილობის წინა მხარის 91,3%. დისფლეიერს გარშემო ჩარჩო არ აქვს, ეს ყველაფერი კი შთამბეჭდავად გამოიყურება. სმარტფონი მუშაობს პროცესორ Snapdragon  821-ზე 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. მის მფლობელს გაახარებს ასევე 16-მეგაპიქსელიანი კამერა და 4400 მილიამპერსაათის მოცულობის ბატარეა. ეს საოცარი სმარტფონია, მაგრამ მასში 900 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

Xiaomi Mi 5s

აი კიდევ ერთი სმარტფონი, რომელიც შარშან ოქტომბერში მიაწოდა მყიდველს კომპანიამ. ამ მოწყობილობასაც სასიამოვნო დიზაინი აქვს. Mi 5s-ის ლითონის კორპუსში იმალება პროცესორი Snapdragon 821, აქვს 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, 13-მეგაფიქსელიანი კამერა და 3800 მილიამპერსაათის მოცულობის ბატარეა.

Xiaomi -მ იზრუნა იმაზე, რომ დაგვეზოგა ფული და სმარტფონი 400 დოლარად შემოგვთავაზა.

Xiaomi Mi Note 2

ოქტომბერში გამოვიდა ასევე  Mi Note 2. მოწყობილობის მთავარი განმასხვავებელი თავისებურებაა 5,7-დიუმიანი მოხრილი ეკრანი. მსგავსი რამით მხოლოდ Samsung-ს როდი შეუძლია იამაყოს. Xiaomi -ს როგორც სხვა ფლაგმანი მოწყობილობები, Mi Note 2-ც  მუშაობს Snapdragon 821-ზე 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით, 22,5-მეგაფიქსელიანი კამერითა და 4070 მილიამპერსაათის მოცულობის ბატარეით. თქვენ მისი შეძენა შეგიძლიათ 700 დოლარად.

Xiaomi Redmi Note 3

თუკი თქვენ იაფი დიდეკრანიანი სმარტფონი გაინტერესებთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ Redmi Note 3-ს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. თქვენ მოგეწონებათ 5,5-დიუმიანი FullHD -დისპლეი, თითის ანაბეჭდების სკანერი, პროცესორი Snapdragon 650, 2 ან 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 16 ან 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით.

მოწყობილობა აღჭურვილია 13-მეგაპიქსელიანი კამერითა და 4000 მილიამპერსაათის მოცულობის ბატარეით. ასეთი სმარტფონი 200 დოლარი დაგიჯდებათ.

Xiaomi Redmi 3S

თუკი თქვენ 140 დოლარად გინდათ სმარტფონის შეძენა, ყურადღება შეაჩერეთ Redmi 3შ -ზე. მას აქვს 5-დიუმიანი HD-დისპლეი, პროცესორი Snapdragon 430, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, 13- მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 4100 მილიამპერსაათის მოცულობის. ის თქვენს იმედებს უთუოდ გაამართლებს.

Xiaomi Mi Max

ბოლო ვარიანტი გამიზნულია მათთვის, ვისაც ხელსაყრელ ფასად სურს დიდი სმარტფონის შეძენა. 6,44-დიუმიანი Mi Max კომპანიამ 2016 წლის ივლისში წარმოადგინა. 225 დოლარს გადახდა მოწყობილობაში, რომელსაც აქვს პროცესორი Snapdragon 652, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ბატარეა 4850 მილიამპერსაათის მოცულობის და საკმაოდ დიდი ეკრანი, ნამდვილად ღირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here