Home რუბრიკები საზოგადოება კომპანია “ბოინგმა” ახალი თაობის მსუბუქი კოსმოსური სკაფანდრი შექმნა

კომპანია “ბოინგმა” ახალი თაობის მსუბუქი კოსმოსური სკაფანდრი შექმნა

1118

თუკი ერთმანეთს შეადარებთ დღეს არსებულ და პირველ სკაფანდრებს, უამრავ განსხვავებას აღმოაჩენთ. ცხადია, პროგრესი ერთ ადგილას არ ჩერდება, თუმცა კოსმონავტების თანამედროვე ტანსაცმელს მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს _ ძალიან მძიმეა. 

კომპანია “ბოინგმა”, რომელიც ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს კოსმოსურ  სააგენტოებთან, ახლახან წარმოადგინა მომდევნი თაობის მსუბუქი და მაღალტექნოლოგიური სკაფანდრი. სკაფანდრს Boeing Blue უწოდეს. მის გამოყენებას აპირებენ ასტრონავტები, რომლებიც კოსმოსურ სივრცეში 2018 წელს გავლენ. Boeing Blue  გათვალისწინებული არ არის ღია კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნისთვის, ამ სკაფანდრის დანიშნულებაა, დაიცვას კოსმონავტი  მოულოდნელად ჰერმეტიზაციის დაზიანების შემთხვევაში.

Boeing Blue  60%-ით მსუბუქია NASA-ს სკაფანდრზე. მაგალითად, ნარინჯისფერი სკაფანდრი (რომელსაც ამჟამად იყენებენ) 13,5 კგ-ს იწონის, Boeing Blue  კი _ 5,4-ს. ახალ სკაფანდრს აქვს განსაკუთრებული “რბილი” კონსტრუქციის ჩაფხუტი და აღჭურვილია საკომუნიკაციო სისტემებით.

სკაფანდრი Boeing Blue თანამედროვეობის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი გამოყენება გათვალისწინებულია ხომალდზე CST-100, რომლითაც მალე მოეწყობა კოსმოსური ექსპედიცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here