Home რუბრიკები საზოგადოება ქეთევან შოშიაშვილი: ახალ სახელმძღვანელოებში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ქართულ კულტურაზე, ახალგაზრდებს მასზე...

ქეთევან შოშიაშვილი: ახალ სახელმძღვანელოებში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ქართულ კულტურაზე, ახალგაზრდებს მასზე მწირი წარმოდგენა რომ არ ჰქონდეთ

1128

უკვე მერამდენე  წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვთავაზობს რეფორმებს, რომელებიც ცოდნის ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა ნათელია, რომ  რეფორმებმა დიდად ვერ გაამართლა და იმაზე ცუდი მდომარეობაა ქვეყანაში წიგნიერების თვალსაზრისით,  ვიდრე იყო უწინ.  საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოებში არსებულ პრობლემებზე  გვესაუბრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  ქალბატონი ქეთევან შოშიაშვილი.

– ისტორის საფუძვლიანად შესწავლისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სასწავლო პროგრამებისთვის  სწორად შერჩეული სახელმძღვანელოებია, რამდენად  არის  ეს სტანდარტი დაცული?

ისტორიის შესწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასწორადაა წარმართული.  ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები დატვირთულია უამრავი თარიღითა და ისტორიული წყაროებით, რაც არასწორია. VI-VII კლასელი ბავშვისთვის რთულია მხოლოდ წყაროზე დაყრდნობით რომელიმე ქვეყნის ისტორიის შესწავლა. ვფიქრობ, სწავლების მეორე საფეხურზე ახალგაზრდებისთვის ,, სახალისო“ ისტორიის  შეთავაზებაა საჭირო, რომელიც შედარებით მარტივად გასაგები იქნება. გარდა ამისა, სწავლის პროცესში მედიაწიგნიერების ჩართვა აუცილებელია. არსებობს უამრავი დოკუმენტური ფილმი, რომლებიც  ისტორიის უკეთ აღქმასა და გაგებაში დაეხმარება ახალგაზრდას. საგაკვეთილო პროცესში ვიზუალიზაციითა და  პედაგოგის ახსნით მოსწავლეს მეტი ინტერესი გაუჩნდება საგნისადმი და ისეთი კატასტროფული შედეგებიც არ გვექნება, რაც დღეს გვაქვს.

XI  კლასის სასწავლო წიგნში, რომლითაც ერთად ისწავლება  საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიები, საკმაოდ მწირი ინფორმაციაა საქართველოს ისტორიაზე. ამას ისიც ემატება, რომ  ქრონოლოგია არ არის დაცული.  როგორ ფიქრობთ, რა სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული, ახალგაზრდებს ისტორიის შესწავლა რომ გაუადვილდეთ?

_ აჯობებს მსოფლიო ისტორია ცალკე ისწავლებოდეს, თუმცა საკითხები, რომლებიც მსოფლიო ცივილიზაციასთან ასოცირდება, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ფართოდ უნდა იყოს განხილული. XI კლასის სასწავლო სახელმძღვანელოში მასალები საკმაოდ დიდია, არ არის დაცული ქრონოლოგია და  დატვირთულია ისტორიული პერსონაჟების სახელებითა და თარიღებით, რაც მოსწავლეს სწავლის ინტერესს უკარგავს. საქართველოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და როცა ამ მოცემულობას მსოფლიო ისტორია ემატება მოსწავლე ცდილობს თავი აარიდოს რთული საგნის სწავლას.  სწორეად, აქედან იწყება მთელი რიგი პრობლემებისა.

ეროვნული თვითშეგნება და ქვეყნის სიყვარული ისტორიის ცოდნაზეა დამოკიდებული და მისი ამაღლება საკოლო სახელმძღვანელოებით უნდა ხდებოდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეტი დრო უნდა დაუთმოს  სახემძღვანელოების პრობლემების განხილვას. სასურველი  შედეგის მოსაპოვებლად პერიოდულად  უნდა გადაიხედოს  სახელმძღვანელოები და გაუკეთდეს კორექტირება. აუცილებელია, ახალ სახელმძღვანელოებში ყურადღება გამახვილდეს ქართულ კულტურაზე, რადგან ახალგაზრდებს ხშირად მწირი წარმოდგენა აქვთ მშობლიურ კულტურასა და ყოფაზე.  მინდა, ავღვიშნო  სისტემის საშინელი ხარვეზი, რომელიც მთელი რიგი სამეცნიერო დარგების გაერთიანებას გულისხმობდა. სწორედ, ამ რეფორმამ  დააზარალა უამრავი მოსწავლე და  სხვადასხვა საგნის შესწავლის ინტერესი დაუკარგა, რაც უარყოფითად აისახა თავად სწავლის ხარისხზეც.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here