Home რუბრიკები საზოგადოება ნიკა ლალიაშვილი: თუ კი არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, მათი გარედან...

ნიკა ლალიაშვილი: თუ კი არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, მათი გარედან დაფინანსება რატომ არ უნდა იყოს აკრძალული?!

783

საქართველოში მოქმედი ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებასა და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში უარყოფითი დამოკიდებულება წლებია იგრძნობა. ამ ორგანიზაციების მისამართით ხშირად ისმის ეპითეტები: „მეხუთე კოლონა“, „სოროსის აგენტები“, „გრანტზე გაყიდულები“ და ა.შ. დასავლეთში მიმდინარე პოლირიკური გარდაქმნებისა და განსაკუთრებით ამერიკაში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ეს განწყობა ერთი-ორად გამძაფრდა. საქართველოში უკვე რიგი პოლიტიკური სუბიექტები მოთხოვნით გამოდიან, რომ ზემოაღნიშნული ორგანიცაზიები საკანონდებლო დონეზე აიკრძალონ.

არის თუ არა რეალურად საფრთხე სახელმწიფოსთვის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, რა მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს მათი კონტროლისთვის და შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ექსპერტ ნიკა ლალიაშვილს დაუკავშირდა

ნიკა ლალიაშვილი:- მოდი, ასე შევხედოთ ამ საკითხს, რატომ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საზღვარგარეთიდან? იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან შემოსული ფული ამ პარტიებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი, რომ მათ ქართულ პოლიტიკაზე გაატარონ უცხო ქვეყნების გავლენა. ეს სწორი აკრძალვაა. ახლა ჩნდება შეკითხვა: თუ კი არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, მათი გარედან დაფინანსება რატომ არ უნდა იყოს აკრძალული?! მემგონი ლოგიკური შეკითხვაა, რატომ არ უნდა იყოს ამ მიმართულებით თუნდაც რამე კონტროლი, როცა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა პოლიტიკაზე ხშირ შემთხვევაში იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების. მე შემიძლია, ჩამოვთვალო რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ფუნდამენტური როლი ითამაშა საქართველოში უზარმაზარ პოლიტიკურ ძვრებში. ეს თქვენც იცით, ვინ არიან და ყველამ. ასე რომ, მე ვფიქრობ, აქ აუცილებლად მისაღებია გარკვეული საკანონდებლო რეგულაციები, რომელიც ამ სფეროში გარედან ფულის შემოსვლას აკრძალავდა ან რამე ფორმით გააკონტროლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცმა არ იცის, რა საფრთხე შეიძლება, დაემუქროს სახელმწიფოს და ვისი ინტერესების გამტარებლები შეიძლება გახდნენ მომავალში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here