Home რუბრიკები პოლიტიკა გაბრაზებული ჰოლანდიელი დეპუტატი: საქართველო ევროპას პრობლემებს უქმნის

გაბრაზებული ჰოლანდიელი დეპუტატი: საქართველო ევროპას პრობლემებს უქმნის

611

ევროპის ქვეყნებს შორის ჰოლანდია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმა არ დაუჭირა. ჰოლანდიელი დეპუტატი ვიკი მაიერი თვლის, რომ საქართველო ევროპისთვის პრობლემებს ქმნის. 

როგორც მაიერმა პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, მისი პარტია ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია.

„ვიზალიბერალიზაციის წინადადება, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზა ქვეყანას, პრობლემას უქმნის ევროპას. ჩვენ ახლა გავუხსნით გზას ორგანიზებულ დანაშაულს ამ ქვეყნიდან და არ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება მსგავს სიტუაციაში. ქართველი კრიმინალები გერმანიაში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. როდესაც ევროკავშირში ადამიანები ჩამოდიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამგვარი შესაძლებლობები, ჩემი პარტია მხარს უჭერს უსაფრთხოების საკითხს ევროკავშირში და ამიტომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ვიკი მაეიერმა.

მაიერის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ გერმანიაში 80 000 ქართველი დაფიქსირდა და ახლა უფრო მეტნი არიან, ამ ფონზე კი ვიზალიბერალიზაციის მინიჭება არ უნდა მოხდეს. დეპუტატი გულისხმებოდა ქართველების ცუდ იმიჯს ევროპაში, გახმაურებულ დაკავებებს და ქურდული ავტორიტეტების მიერ ჩადენილი დანაშაულებს.

ნიდერლანდების გარდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დეპუტატიც. 


1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here