Home რუბრიკები პოლიტიკა გიულენიზმის ობობას ქსელი

გიულენიზმის ობობას ქსელი

518

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალაშიგიულენი _ დასავლეთის საიდუმლო აგენტი” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #03) მიმოვიხილეთ ექსპერტების მოსაზრებები თურქეთში 15-16 ივლისის პუტჩის მოწყობის სულისჩამდგმელის, ყოფილი იმამის _ ფეთჰულა გიულენის მოძღვრების არსზე. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ექსპერტების შეფასებებს განათლების იმ სისტემაზე, რომელშიც გიულენმა მსოფლიო ობობას ქსელივით გაახვია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ რესპუბლიკებში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროების მოშლასთან ერთად, მკვეთრად გაუარესდა განათლების სფეროს მდგომარეობა _ სწავლების ხარისხი, ორგანიზაციულ-აღმზრდელობითი მუშაობის დონე ნულამდე დაეცა.

ამ დროისთვის, ანუ 80-იანი წლების დასასრულისთვის, თურქეთში საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემა ისე იყო განვითარებული, რომ დაიწყო საზღვარგარეთ მისი ექსპორტირება. ამ მიმართულებით პირველობდა, რა თქმა უნდა, გიულენი, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იან წლებში აარსებს თავის პირველ სკოლებს იზმირში. 1990-იანების ქაოსში კი კერძო განათლების საკუთარი სისტემა შეაქვს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და უკრაინაში. ასეთივე სკოლები იხსნება კენიაში სახელწოდებით “სინათლის აკადემია”, პაკისტანში _ “პაკ-თურქი”; ყირგიზეთში _ “სებათი”. გიულენის სკოლების ქსელი მსოფლიოს ედება, უმეტესად ისეთ ქვეყნებს, რომლებშიც ძლიერი ისლამური ტრადიციები არსებობს და მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია.

გიულენიზმის ფენომენის მკვლევარი აგილ ალესკერი აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ფესვი გაიდგა აღნიშნულმა ქსელმა, ყველაზე უარეს მდგომარეობაში ყირგიზეთია.

ეს ქვეყანა გიულენზე დამოკიდებულია. მისი ეკონომიკა მოშლილია, სიღატაკემ შეარყია სახელმწიფო და არავინ არის სხვა , ამ სექტის წევრებს გარდა, ვინც ამ ქვეყანაში რაიმე ინვესტიციას ჩადებს, _ მიიჩნევს ალესკერი, _ განათლების სისტემაში ცენტრალური აზიის გიულენის ამერიკული უნივერსიტეტი დომინირებს, ხოლო აქ მოქმედ 25 გიულენისტურ სკოლაში 12,5 ათასი ბავშვი სწავლობს.”

შარშანდელი გადატრიალებიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ყირგიზეთის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა: ან გარკვეულიყვნენ “გიულენის ბანდასთან ურთიერთობაში”, ან რესპუბლიკა თურქეთის მსგავს გადატრიალებას ემსხვერპლება.

მაგრამ ამ მუქარას ღირსეული პასუხი გასცა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა: “ეს აბსურდია. თუ ასეთი ჭკვიანები იყვნენ, როგორღა დაუშვეს გადატრიალება თავიანთ ქვეყანაში?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რჩევას მოვისმენთ და ინფორმაციას შევამოწმებთ. ჩვენი შეშინება და ჭკუის სწავლება საჭირო არ არის”.

ასეთი პოზიცია მით უფრო ხაზგასასმელია, რომ მანამდე ყირგიზეთის გადასახადებს გაეროში თურქეთი იხდიდა.

არ გამათხოვრებულან. კარგი მაგალითია სხვა სუვერენული ქვეყნებისთვის, რომლებიც მოწყალების გამცემთა თვალებში შეციცინებას არიან მიჩვეულები. დაგიკონკრეტოთ, ვის ვგულისხმობ?

ბიშკეკი ანკარას ფეხქვეშ არ გაეგო იმიტომაც, რომ ზურგი რუსეთისკენ ორიენტაციის აღებით გაიმაგრა: დიპლომატია პოლიტიკურ ვაჭრობასაც გულისხმობს.

ყირგიზეთზე ყურადღების გამახვილება იმიტომაც ღირს, რომ სწორედ ამ ქვეყნის მაგალითზე კარგად ჩანს, როგორ მკვიდრდება გიულენიზმი მომავალი თაობის შეგნებაში და როგორ განავრცობს იგი თავის გავლენას ელიტაზე.

ზემოთ ნახსენები აგილ ალესკერი, რომელიც მოვლენათა შუაგულში ტრიალებს და ამიტომაც ნდობას იმსახურებს, წერს, რომ ექვსმილიონიან ყირგიზეთში მოქმედი 25 სკოლა “საბათი” (შეუპოვრობა, დაჟინება) არის ფეთჰულა გიულენის იდეების გავრცელების მთავარი ბუდეები, ხოლო მათსა და საჯარო სკოლებს შორის განსხვავება კოლოსალურია.

აქვე ვთქვათ, რომ ყირგიზეთი გიულენის მოძრაობის შეღწევის კარგი საჩვენებელი მაგალითია და ამიტომაც ღირს აქ შექმნილი ვითარების გამოწვლილვითი განხილვა.

განვაგრძოთ სკოლებზე საუბარი.

სებათელებისხვებზე გაცილებით ხშირად იმარჯვებენ მოსწავლეთა ოლიმპიადებში, მათი კურსდამთავრებულების თითქმის 100 პროცენტი სწავლას განაგრძობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის უნივერსიტეტებში, მაგრამსებათისსკოლებში მხოლოდ ელიტის შვილები არ სწავლობენ. სწავლის საფასურის გაიაფება, უფასო სწავლამდეც კი, საშუალებას აძლევთ უღარიბესი ოჯახების შვილებს, განათლება ამ სისტემის სკოლებში მიიღონ.

უპერსპექტივო ბავშვებს თავიდანვე განთესავენ შიდა სასკოლო ტესტირებით. მერვე კლასიდან დაწყებული ყველა ზუსტი მეცნიერება (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია) ისწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე, აშშ-ში გამოცემულ-დამუშავებული სახელმძღვანელოებით.

“სებათის” ლიცეუმებიდან საუკეთესოს მინიჭებული აქვს დიდი ყირგიზი მწერლის _ ჩინგიზ აითმატოვის სახელი. ეს ლიცეუმი, რომელშიც ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე სწავლობენ, ბიშკეკის გარეუბანში, ახალთახალ შენობაშია განლაგებული, აქვს საკუთარი საერთო საცხოვრებელი, დიდი, კარგად გამწვანებული ეზო და ყველა საჭირო სათავსო.

სისტემა ინტერნატულია: მოსწავლეები დროის უმეტეს ნაწილს მასწავლებლებთან ატარებენ, მშობლებს კი შვილებს მხოლოდ დღესასწაულებსა და არდადეგების დროს ატანენ შინ.

ატმოსფერო სასწავლებლებში განსაკუთრებულია. კლასებსა და შენობის ვესტიბიულებში შეხვედრისას მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან. სკოლა უფრო მეტია, ვიდრე განათლების მიღების ადგილი, მასწავლებლები კი _ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მასწავლებლები. ისინი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მეგობრები ხდებიან და ოჯახებშიც სტუმრობენ ხოლმე.

დასვენებაც სკოლის ჩარჩოებით არის შემოსაზღვრული: მოსწავლეები თამაშობენ ფეხბურთს, ფრენბურთს, ჭადრაკს… დღის წესრიგი მკაცრია: ყველაფერი საათობრივად არის გაწერილ-დადგენილი _ “არაფრის კეთების” დრო, მოცალეობის ჟამი საერთოდ არ გააჩნიათ. აკრძალული აქვთ სმარტფონების ტარება, სარგებლობენ მხოლოდ ტელეფონებით ნათესავებთან დასაკავშირებლად. ეს ღონისძიება, ისევე, როგორც ყველასთვის აუცილებელი ერთიანი სასკოლო ტანსაცმელი, მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: ელიტური და ღარიბი ოჯახების შვილები ერთმანეთისგან არ არიან განსხვავებულნი, ყველა საერთო წესებს ემორჩილება, ყველას ერთნაირი შესაძლებლობა აქვს.

მასწავლებლები და სკოლების ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ მოსწავლეებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, ვინ არის გიულენი, მაგრამ საკმარისია, ბიბლიოთეკაში შეიხედოს ნებისმიერმა მსურველმა, რომ დარწმუნდეს _ ყველაზე თვალშისაცემ ადგილზე გამოტანილია სტენდი ჟურნალებით, რომელთა გარეკანზე აღბეჭდილია გიულენის ფოტო. ერთ-ერთი ასეთი ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ არსტანბეგ სეკიმოვმა ამ საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარს განუცხადა: “იგი (გიულენი) არა მხოლოდ მქადაგებელი, არამედ უდიდესი ჰუმანისტია. მისი თეზისი ცივილიზაციების დიალოგის შესახებ დაუსწრებლად ეწინააღმდეგება ჰანტინგტონის იდეებს, რომელიც ცივილიზაციების შეტაკებაზე ლაპარაკობდა”.

გიულენის ქსელი, რომელიც ოსმანიზმის იდეებსაა ამოფარებული, ამერიკანიზაციის კურსს განახორციელებს”. თურქულ ლიცეუმებში თურქული ენა ფაკულტატური საგანია, გინდა _ აირჩევ, გინდა _ უარს იტყვი. ინგლისური სავალდებულოა. ოსმანიზმის მხარდასაჭერად შეთავაზებული პროექტებისთვის აშშ გასცემს გრანტებს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უმაღლესი რგოლის წარმომადგენლები: გრემ ფულერი და ჰენრი ბარკი გიულენს ეხმარებოდნენ, როცა აშშ-ში მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი წყდებოდა”, _ წერენ ამ საკითხებში კარგად ჩახედური ანალიტიკოსები.

გიულენიზმის პრინციპებით მოქმედი სკოლებისა და მისი მოძღვრების მიმდევართა გარდა, ყველა ქვეყანაში ჩანერგილები არიან აგენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზროვნებაზე. ისინი მოღვაწეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციადიალოგი ევრაზიისსაფარქვეშ, რომელიც გიულენის იდეების გამტარებელია მაღალ ინტელექტუალურ დონეზე ისტებლიშმენტის ლიდერების ჩართულობით.

ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ერთ სპეციფიკურ გარემოებას: ყირგიზეთში, მაგალითად, სოციოლოგიური გამოკითხვით გაირკვა, რომ აქაური მოსწავლეების მხოლოდ 8 პროცენტს მიაჩნია, რომ პატრიოტები არიან.

მხოლოდ 8 პროცენტს!

და ამ ნიჰილისტურ ფონზე მხოლოდ “სებათის” სკოლებში სწავლის დაწყების წინ მღერიან ეროვნულ ჰიმნს. ამასთანავე, მაინცდამაინც ამ სკოლებში ასწავლიან პატრიოტული აღზრდის საფუძვლებს.

შეუთავსებლის შეთავსება თუ ფორმალიზმი?

არც _ ერთი, არც _ მეორე.

ავტორს წიგნისა “მუსლიმური მასონობა” _ გლებ პროსტაკოვს ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა განუმარტა, რომ პატრიოტიზმის დეფიციტის პირობებში შესაძლებელია ნებისმიერი გეოპოლიტიკური ავანტიურის რეალიზება: “თურქულ სკოლებში ნერგავენ ეროვნული პატრიოტიზმის ისეთ ცნებას, რომლის მიხედვით ყირგიზეთის აღმასვლა შესაძლებელია მხოლოდ დასავლური კურსის ერთგულებით”.

აქვე ერთი პარალელიც. ყირგიზეთში, რომლის მაგალითსაც განვიხილავთ, საზოგადოებრივი აზრის ადგილობრივი ლიდერები სოროსის გრანტებით განათლებამიღებულები არიან.

ხომ არ გეცნობათ?..

აშშ მსოფლიო ხომალდის კაპიტანია, ვერც ერთი ორგანიზაცია, რომელიც მას დაუპირისპირდება, წარმატებას ვერ მიაღწევს, _ ერთ-ერთ ინტერვიუში გიულენი შტატებს ასე ახასიათებს. მისი აზრით, აშშ ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც ძალუძს გლობალური მასშტაბის ცვლილებების განხორციელება. გიულენის ზომიერი ისლამი, აგილ ალესკერის აზრით, უპასუხებს ვაშინგტონის ინტერესებს, რომელიც მის დაჩქარებულ გავრცელებაში ხედავს ყურანის რადიკალური გაგების დაძლევის შესაძლებლობას. იმამს არასოდეს დაუმალავს თავისი ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და მეთოდები, რომელთა რეალიზაცია, უწინარეს ყოვლისა, ხელს აძლევდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი კოლონიური, არაძალადობრივი პოლიტიკის განსახორციელებლად, ეხმარებოდა ისეთ მსოფლიო ჰეგემონად მის ჩამოყალიბებას, რომლის ინტერესების მატერიალიზაციასხვა ქვეყნებს ვერ დააბრკოლებს”. ამ პოლიტიკის ერთერთი მთავარი მახასიათებელია კლიენტსახელმწიფოებში (მაგალითად საქართველოც გამოდგება) მმართველთა ლოიალური კლასის ჩამოყალიბება.

აშშ, ისტორიულად მიგრანტების ქვეყანა, ახალ მიგრანტებს აღარ საჭიროებს. “მას იმდენად სამუშაო ძალა კი არ სჭირდება, რამდენადაც გამოწვლილვით შერჩეული ტალანტების იმპორტი”.

მასობრივი მიგრაცია ამწვავებს ცივილიზაციურ კონფლიქტებს, რომლის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი ევროპა. აქედან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, შტატები მიგრანტებს უწინდებურად კი არ უღებს კარს, არამედ თვითონ მიდის მათთან, აყალიბებს ლოიალურად განწყობილ ელიტას ადგილებზე, ანუ სხვა ქვეყნებში, რომლებიც მისი ინტერესების სფეროში შედის.

ამიტომ სჭირდება ვაშინგტონის ადმინისტრაციას ისეთი გავლენიანი თურქი (იმამი, ღვთის მსახური, მქადაგებელი), როგორიც ფეთჰულა გიულენია, უწინარეს ყოვლისა, “თურქული სარტყელის” ქვეყნებში და მთელს ისლამურ სამყაროში. “ამ არეალში აყალიბებს იგი ადგილობრივი ინტელიგენციის კლასს, რომელსაც შესწევს თვითრეალიზაციის უნარი საკუთარ სამშობლოში, მაგრამ, ამასთან ერთად, ერთგული რჩება დასავლური ფასეულობების”.

არმაზ სანებლიძე

(უცხოური პრესის პუბლიკაციებზე დაყრდნობით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here