Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

611

დედამ 17 წლის პედერასტი შვილი დანით დაჩეხა, გვამი კი დაწვა

რამდენიმე დღის წინათ ბრაზილიაში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც შვილის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

32 წლის ტატიანა ლოსანო პერეირამ დანით რამდენჯერმე დაჭრა თავისი 17 წლის ვაჟი იტაბერლი ლოსანო. ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. მანამდე კი დედის მიერ დაქირავებულმა თავზეხელაღებულებმა სასტიკად გალახეს ახალგაზრდა.

იტაბერლი ჰომოსექსუალი იყო, რასაც ვერ ურიგდებოდა მისი დედა.

ბრაზილიური პრესა წერს, რომ ტატიანა ლოსანომ კარგა ხნის წინათ უარყო შვილი იმის გამო, რომ ის გეი იყო. შობა-ახალი წლის დღეებში დედა-შვილის ურთიერთობა დაიძაბა. ქალმა ორი თავზეხელაღებული დაიქირავა, რათა შვილისთვის ჭკუა ესწავლებინა. ბრაზილიური პრესა წერს, რომ ქალი უყურებდა, როგორ სცემდნენ იტაბერლის ხულიგნები, შემდეგ კი სამზარეულოს დანა აიღო და შვილს რამდენჯერმე ჩაარტყა.

იტაბერლის დამწვარი გვამის ნარჩენები 7 იანვარს იპოვეს მინდორში, სადაც, გამომძიებლების თქმით, დედა დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცადა. შემთხვევა მოხდა კრაკინიუსეში (მუნიციპალიტეტი, რომელიც შედის სან-პაულუს შტატში).

ქალაქ პუბლიეს ადმინისტრაციას ღვთისმშობლის სკულპტურის აღება დაავალდებულეს

სასამართლომ საფრანგეთის ქალაქ პუბლიეს ადმინისტრაციას ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ღვთისმშობლის სკულპტურის აღება დაავალდებულა იმ მიზეზით, რომ ღვთისმშობლის სკულპტურა არღვევს საერთო ნაციონალურ აკრძალვას საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირების შესახებ, _ იუწყება “ბი-ბი-სი”.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქალაქ პუბლიეს მერმა გასტონ ლაკრუამ გაავრცელა. სასამართლომ ქალაქის ადმინისტრაციას სამი თვის ვადა მისცა ქალაქის მოედნიდან სკულპტურის ასაღებად. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ სკულპტურა თავის ადგილზე დარჩება, ქალაქი დღეში 100 ევროთი დაჯარიმდება.

მარმარილოსგან შექმნილი ღვთისმშობლის ფიგურა ქალაქ პუბლიეს მთავარ მოედანზე 2011 წელს დადგეს და მაშინვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში, რადგან გაირკვა, რომ სკულპტურის დადგმა ქალაქის ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/polonelma-zoodamcvelebma.jpg

პოლონელმა ზოოდამცველებმა ზოოფილების დასჯა მოითხოვეს

პოლონური ლიბერტარიანული ასოციაციის წევრებმა: ნიკოლაი კასტორ კლუბინსკიმ და რიჩარდ ვაზხოხამ ორგია მოაწყვეს ცხოველებთან და ზოოფილიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ამ ფოტოებმა აღაშფოთა ცხოველების დამცველი პოლონური ორგანიზაციის წევრები და მათ პოლიციას მიმართეს, რათა დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

ცნობილია, რომ ზემოაღნიშნული ე.წ. ლიბერტარიანული ორგანიზაცია პოლონეთში პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწესთან, პუბლიცისტსა და ლიბერალ იანუშ კორვინ-მიკესთან თანამშრომლობს, რომელიც დამფუძნებელი და ლიდერია პარტიებისა “რეალური პოლიტიკის კავშირი”, “თავისუფლება და მართლწესრიგი”, აგრეთვე, “ახალი მემარჯვენეების კონგრესი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here