Home რუბრიკები პოლიტიკა ირმა ინაშვილი: ამათ უკვე აჟრიალებთ! საკუთარი ხალხი არ ებრალებათ!

ირმა ინაშვილი: ამათ უკვე აჟრიალებთ! საკუთარი ხალხი არ ებრალებათ!

634

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი \”პატრიოტთა ალიანსის\” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ რეალურად  ობიექტური სტატისტიკაც არა გვაქვს, თუ რამდენი ადამიანი შიმშილობს ქვეყანაში და რამდენი იყინება. მისი თქმით, სოციალური სიდუხჭირის გამო, ჩვენი ერი ფიზიკურად უძლურდება.  

“გასულ წელს საგარეჯოს რაიონის ყველა სოფელი მორიგჯერ შემოვიარე. უკიდეგანო სიდუხჭირისა და სიღატაკის მასშტაბი კი არ შემცირდა, გაიზარდა. ბავშვებს ფეხსაცმელი არ აცვიათ. სასკოლო ნივთებზე ზედმეტია საუბარი. შეშა ვერ მოიმარაგეს. ბუხარიც ბევრს აღარ უნთია. ზოგიერთი წერს,- ბათუმში დედა-შვილი არ გაყინულანო. თითქოს გვეწყინება, რომ არ გაყინულიყვნენ… მაგრამ თვალი რომ გავუსწოროთ რეალობას, ქვეყანაში ათასობით ადამიანს არა აქვს გაზის და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საშუალება. ისინი დღეს სწორედ გაყინვის პოტენციური მსხვერპლნი არიან. და თუ ეს ადამიანები ჯერ არ გაყინულან, არ ნიშნავს, რომ არ ცივათ. ჩვენ სინამდვილეში ობიექტური სტატისტიკაც არა გვაქვს, რამდენი კაცი შიმშილობს ქვეყანაში და რამდენი იყინება. ნაგვის ბუნკერებთან არსებობისთვის ბრძოლა რომ მიდის, ამას ბრმა თუ ვერ ხედავს. სოციალური სიდუხჭირის გამო, ჩვენი ერი ფიზიკურად უძლურდება. იზრდება სხვადასხვა ტიპის დაავადებათა მაჩვენებელი. პირველ რიგში, ონკოლოგიური დაავადებები. და ამ დროს, მთავრობა გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა. არც არავის ცივა და არც არავის შია. ლარიც მყარია და ეკონომიკაც- მზარდი. არა, ამათ უკვე აჟრიალებთ. ამათ საკუთარი ხალხი არ ებრალებათ. და ხალხისგანაც იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ!” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

1 COMMENT

  1. ირმა უფრო აქტიურად მოუწოდეთ ხალხს შესაქმნელია ექექტური კონტროლის მექანიზმი საწვავზე აქციზი გაიზარდა ორჯერ ხოლო რეალურმა ფასმა აქცისის ზრდის პირობებში მოიმატა ოთხჯერ. ასე კიდევ უამრავი მიმართულება. ულიდერეთ ხალხს და ეს ხმა ზემოთ მოკალათებულ ლოქოებს ამოაგდებს ფსკერიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here