Home რუბრიკები საზოგადოება ბოლო10 წლის განმავლობაში 300 000-მდე მოკლული ბავშვი – აიკრძალოს აბორტი!

ბოლო10 წლის განმავლობაში 300 000-მდე მოკლული ბავშვი – აიკრძალოს აბორტი!

584

სტატისტიკური ცხრილი, რომელიც ვებგვერდმა Politicano გაავრცელა სოციალურ ქსელში შემაშფოთებელია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მცირერიცხოვანი ერია, მსგავსი დემოგრაფიული სურათი მოითხოვს საზოგადოებამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს ქვეყნისათვის ამ მეტად სენსიტიურ საკითხზე. მსგავსმა სტატისტიკამ შესაძლოა საქართველო, როგორც ერი ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანოს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში 300 000-მდე მოკლული ბავშვი. სხვა სახელს ამას ვერ მოუძებნი! სად არიან ფსევდოუფლედამცველები? აბორტი უნდა აიკრძალოს❗️ არა რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, არამედ სუფთა ადამიანური ლოგიკით❗️. მკვლელობა არის დანაშაული და “ჩემი სხული, ჩემი საკუთრებაა”-ს ძახილი არის მკვლელობის გაპრავება“. – წერს Politicano სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, თუ ამ მონაცემებს დავურთავთ იმ აბორტებსაც, რომლებიც   ”არალეგალურადაც” კეთდება, ამასთან, 2015-16 წლების მონაცემებსაც სასწრაფოდ განგაშის ზარებს უნდა ჩამოვკრათ.

ამ საკითხთან დაკავშორებით აშშ პრეზიდენტმა უკვე მიიღო შესაბამისი ზომები, რომელებიც უზრუნველყოფს  იმ ამერიკულ არასამთავრობოებზე კურირებას მთელ მსოფლიოში, რომელებიც დაკავებულები არიან აბორტის პროპაგანდით მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პრაქტიკა ამერიკაში რონალდ რეიგანის დროიდან მოქმედებდა. ახალი პოლიტიკა კი კრძალავს ნებისმიერი სახის ფულად დახმარებას კომპანიებზე, არასამთავროებზე, რომელთა ინტერესის სფეროშია აბორტის პროპაგანდა.

საქართველო რას აკეთებს? საქართველოში არსებული ყველა ე.წ. უფლებადამცველი N.G.O. მხარს უჭერს და ლობირებს იმას, რომ აბორტის უფლება არ ჩამოერთვათ ქალებს. აბორტი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა განაპირობებს.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს კანონით აკრძალული. ამასთანავე, 32%-სთვის აბორტი მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულ შემთხვევაშია მისაღები. მის ლეგალიზებას კი მხოლოდ 5 პროცენტი ემხრობა. საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცების 48 პროცენტი ფიქრობს, რომ აბორტი სრულიად უნდა აიკრძალოს. ქალების 40% კი ფიქრობს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს, გარდა სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული შემთხვევებისა.

ექსპერტთა აზრით, ვიზალიბერალიზაციაც დააჩქარებს ამ პროცესს. საფრთხე ნამდვილად არსებობს და მისი იგნორით, უმოქმედობით მალე პრობლემა ფიზიკურ ლიკვიდაციამდე მიიყვანს ქართველ ერს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here