Home რუბრიკები პოლიტიკა ცოტნე გამსახურდია: ქოცმთავრობამ საქმე ჩაფარცხა! იხვნისკარტა მაღრაძის სინდისზეა 19 წლის ნანა გიგლემიანის...

ცოტნე გამსახურდია: ქოცმთავრობამ საქმე ჩაფარცხა! იხვნისკარტა მაღრაძის სინდისზეა 19 წლის ნანა გიგლემიანის სიკვდილი

632

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია საჯაროდ,  სოციალურ ქსელში მთავარ ეჭვმიტანილად, 2015 წელს ავარიის შედეგად დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემიანის სიკვდილში – გუგული მაღრაძეს ასახელებს. ავარია ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. 

“ქურდს ქუდი ეწვისო, ხომ გაგიგიათ?!

ორიოდე წლის წინ 19 წლის ნანა გიგლემიანს, აფხაზეთიდან დევნილ გოგონას, რომელიც მამის წლისთავზე ეკლესიიდან გამოდიოდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ იხვნისკარტა გუგული მაღრაძე დაეჯახა და გარდაიცვალა!

ქოცმთავრობამ საქმე ჩაფარცხა, როგორც ყოველთვის: გვამი შეტენეს საწინააღმდეგო მხარეს მოძრავ მანქანის მძღოლს, ფული გადაუხადეს და მალე გამოუშვეს, ხოლო კამერების ჩანაწერები წაშალეს. იხვნისკარტა კი მას შემდეგ ისეა დავალებული, რომ ყველა სიბინძურეზე უწერთ ხელს…“ – წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები ითხოვდნენ სამართალდამცველებისგან გამოიძიათ და დაედგინათ რეალური მკვლელის ვინაობა. დაზარალებული მხარე ირწმუნებოდა, რომ სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავდნენ და დანაშაულს სხვა ადამიანს აბრალებდნენ.

“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. მათი თქმით, ის ქალია და ჯიპით მოძრაობდა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, – განაცხადა ნანა გიგლემიანის ბებიამ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით ნანა გიგლემიანს “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად გოგონა დაჯახების ძალით გადავარდა და გვამი მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა. ოჯახი ითხოვდა ვიდეოთვალის ჩანაწერს.  გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, სამართალდამცველები არწმუნებდნენ მათ, რომ ჩანაწერი არ არსებობდა, მიზეზად კი შუქის ჩაქრობას ასახელებდნენ. თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით ეს სინამდვილეს არ წარმოადგენს. თვითმხილველების ინფრომაციით, შუქი განგებ გათიშეს და ექსპერტიზის მოსვლამდე შემთხვევის ადგილი ჩარეცხეს, რადგან ყველა კვალი წაეშალათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here