Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა მაკეინი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

ტრამპმა მაკეინი მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

596

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ აშშ-ის კონგრესის სენატის პალატის წევრები ჯონ მაკეინი და ლინდსი გრემი ახალი მსოფლიო ომის გაჩაღებას ცდილობენ.

„იმის ნაცვლად, რომ სენატორები გამუდმებით მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების მცდელობით იყვნენ დაკავებულნი, სჯობს, თავიანთი ძალისხმევა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისკენ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და საზღვრების დაცვისკენ მიმართონ“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ში მაკეინისა და გრემის კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც საიმიგრაციო ბრძანებულებას ეხება.

ტრამპმა თანაპარტიელების განცხადება, იმის თაობაზე, რომ საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრება ხელს უწყობს ტერორისტული მუქარის გამწვავებას, უარყო.  „აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების, ჯონ მაკეინისა და ლინდსი გრემის ერთობლივი განცხადება ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ისინი საემიგრაციო საკითხებში სუსტები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა კიდევ ერთ ტვიტში.

ცნობილი გახდა, რომ ანტირუსული შეხედულებებით გამორჩეულმა, ჯონ მაკეინმა და ლინდსი გრემმა განაცხადეს, რომ ტრამპის მიერ გამოცემული საიმიგრაციო ბრძანებულება აშშ-ის უსაფრთხოების გაძლიერებას კი არა, არამედ ტერორისტული საფრთხის ზრდას უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პარასკევს მიღებული ბრძანებულების თანახმად, აშშ-ში სირიიდან დევნილების მიღება შეწყვიტეს, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღების პროგრამა 120 დღით გაყინეს, რათა ქვეყანაში “რადიკალი მუსულმანი ტერორისტები“ არ მოხვდნენ.

ასევე ტრამპის განკარგულების მიხედვით, ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებმა ამერიკაში გამგზავრებაზე უარი უნდა განაცხადონ იმ შემთხვევაში, თუ მათ აშშ-ში ბინადრობის ნებართვა ან დიპლომატიური ვიზა არ გააჩნიათ.

 

1 COMMENT

  1. ტექსტი ცყეული მაკკეინი ასაკშია უკვე ძალიან გადახურდა მას ახალგაზრდები ფეხებზე კიდია ,ოღონდ ცეცხლი დაანთოს და ახალგაზრდობა ჩახოცოს , მიშას შეცდომაში შეყვანა მაგასაც დიდი ცვლილი მიუძღვნის ასევე ბუშსაც იფიკრეს რუსი არ ჩაერთობოდა ამ ომში მაგრამ შეცდნენ ბიჩჩებიც დავკარგეთ მოსახლეობაც და ტერიტორიები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here