Home რუბრიკები საზოგადოება როგორც ჩანს, ვიღაცას ჭირდება ეს ტერიტორია, ამბობენ, კარფური უნდა აშენდესო…

როგორც ჩანს, ვიღაცას ჭირდება ეს ტერიტორია, ამბობენ, კარფური უნდა აშენდესო…

638

30 იანვარს გვიან ღამით ვაგზლის მოედანზე მდებარე „ ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრის შენობა მთლიანად გაანადგურა. ასევე დამწვარია შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებიც. ხანძარი დაახლოებით ღამის 3 საათზე გაჩნდა. შემთხევევის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები „საქართველო და მსოფლიოსთან“ აცხადებენ, რომ მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს. 

ჯანეტა ყურაშვილი (დაზარალებული): დიდი რაოდენობით ავეჯი მქონდა პირველ და მეორე სართულებზე. სულ დაიწვა ყველაფერი. დაახლოებით 40 ათასი ლარის საქონელი იყო, აღარაფერი აღარ დარჩა. გული გასკდომაზე გვაქვს, რა იქნება და რა გზას დავადგებით, არ ვიცით.

შორენა აბულაძე (დაზარალებული): თითქმის 50 ათასი ლარის საქონელი დამეწვა, თეთრეული და ტანსაცმელი იყო. აქედან ნახევარზე მეტი ნასესხები თანხით მქონდა ნაყიდი, ბანკიდან გამოტანილი ფულით. აქ უმეტესობას ბანკის ვალი აქვს, ყველას ყველაფერი დაეკარგა. ვინ აგვინაზღაურებს ამას, არ ვიცი. გაგვწირეს, მეტი რა უნდა ვთქვა, როგორც ჩანს, ვიღაცას ჭირდება ეს ტერიტორია, ამბობენ, კარფური უნდა აშენდესო…

აღნიშნულ ფაქტთან დაკავსირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto1.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto4.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto5.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto6.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto8.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto9.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto10.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto11.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto12.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto14.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto15.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto16.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto17.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto18.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto21.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/foto22.jpg


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here