Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბიშვილი, რომ გამოუშვან ციხიდან, თქვენ მეგობრებო რას მოიმოქმედებთ?

მერაბიშვილი, რომ გამოუშვან ციხიდან, თქვენ მეგობრებო რას მოიმოქმედებთ?

684

საქართველოს პარტიოტთა ალეანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც იგი მწვავედ აკრიტიკებს მათ ვინც 2005 წლიდან 2012 წლამდე აქტიურად იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ცხოვრებიდან ატროფირებისთვის, რატომ არიან ისინი უმოქმედოთ, რატომ ტოვებენ ციხის გისოსებს მკვლელი და უამრავი ადამიანის დამაქცეველი პოლიტიკოსები. 

„სკამი და თანამდებობა, თუ სინდისი და ნამუსი?!

– ვეკითხები ხელისუფლების იმ ნაწილს (ზოგ პარლამენტარს, საკრებულოს წევრს, ზოგ მინისტრს) მათ ვინც 2012 წლამდე, 2005 წლიდან მოყოლებული ებრძოდა და დღემდე ცდილობს ებრძოლოს ნაცმოძრაობას, ვინც სამართალს და ვანოს, ბაჩანას, ადეიშვილის, სააკაშილის თუ სხვების დასჯას ითხოვდა:

– მერაბიშვილი, რომ გამოვიდეს ციხიდან თებერვლის ბოლოს ან თუნდაც მაისის ბოლოს, (არ აქვს მნიშვნელობა), თქვენ მეგობრებო რას მოიმოქმედებთ? აიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ პრაქტიკულად შერჩევით პოლიტიკურ სამართალზე? ამ დაუსჯელობაზე? აიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე რომ 26 მაისის და 7 ნოემბრის შემოქმედი, გირგვლიანის მკვლელი და სხვა უამრავი უბედურების ავტორი მხოლოდ 2 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ (კომფორტულ კამერაში) დღეს სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეიძლება თავისუფლად გადაადგილდებოდეს საქართველოში თითქოს არც არაფერი მომხდარიყო!!!???

– თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს? დარჩებით მერაბიშვილთან და უგულავასთან მოთანამშრომლე ხელისუფლებაში? რითი შეგიძლიათ გაამართლოთ ეს პოლიტიკური “მოვლენა”? იღებთ ამ პასუხისმგებლობას?!

– დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები ! თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ვისაც გგულისხმობთ! მათ ვინც აქციებს აწყობდით მათ ვინც რეჟიმს ებრძოდით ამ დამნაშავე რეჟიმს!!!“ – წერს სადღობელაშვილი.

1 COMMENT

  1. შეიქმნება ბლოკი,რომელიც უფრო მალე მოუღებს ქართველთა გენოციდს ბოლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here