Home რუბრიკები პოლიტიკა “არსებობს მტკიცებულება, რომ კიევში ხალხს ესროდნენ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები,...

“არსებობს მტკიცებულება, რომ კიევში ხალხს ესროდნენ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ უშუალოდ ხელმღვანელობდნენ გივი თარგამაძე და გია ბარამიძე”

875

ინტერნეტგამოცემა antifashist.com -ზე გამოქვეყნდა სკანდალური მასალა, რომელშიც ლაპარაკია ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში განვითარებულ პროცესებში. მათ შორის, საქართველოში. მასალაში, აგრეთვე, ლაპარაკია იმაზეც, რომ 2013-2014 წლებში კიევის ქუჩებში გამოსულ ხალხს კონსერვატორიის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ გივი თარგამაძე და გია ბარამიძე.

ბალტიისპირეთის რესპუბლიკები სხვებზე გვიან შევიდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში და ყველაზე ადრე გავიდნენ. ევროპელი პოლიტიკოსებს ტყუილუბრალოდ არ ეშინოდათ “ბრექსიტის” _ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ამ მეოთხე რაიხის დასასრული შორს აღარ არის ისევე, როგორც სსრკ-დან ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გასვლას გარდაუვალად უნდა მოჰყოლოდა სსრკ-ს დაშლა. და ეს ასეც მოხდა.

იმჟამინდელი პროცესის ყველაზე ნათელი ეპიზოდი იყო ვილნიუსში “ტელეცენტრის დახვრეტა”. ლიტვის ხელისუფლების ვერსიით, საბჭოთა ჯარისკაცებმა და ჯგუფ “ალფას” მებრძოლებმა უმიზეზოდ დახვრიტეს მშვიდობიანი ლიტველები. ამ ვერსიის უარყოფა ლიტვაში აკრძალულია. 2012 წელს ადგილობრივი პოლიტიკოსი ალგირდას პალეცკისი დიდძალი თანხით დააჯარიმეს ფრაზისთვის: “და რა მოხდა 13 იანვარს ტელეანძასთან? ამჟამად ირკვევა, რომ ჩვენები ჩვენებს ესროდნენ?” პროკურორებმა მოითხოვეს, რომ პალეცკისი ორი წლით ჩაესვათ ციხეში, მაგრამ, საერთაშორისო თანამეგობრობის ზემოქმედებით, მას მხოლოდ ჯარიმა აკმარეს.

პალეცკისის ნათქვამს ადასტურებს ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც 2000 წელს ჩამოართვეს მოძრაობა “საიუდისის” (საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1988-1990 წლებში ხელმძღვანელობდა სსრკ-დან ლიტვის გასვლას _ ნ.კ.) ერთ-ერთ წევრს, ლიტვის პირველ თავდაცვის მინისტრს, აუდრიუს ბუტკიავიჩუსს.

“_ იანვრის მოვლენებში მსხვერპლი თქვენ დაგეგმეთ?

_ დიახ.

_ ანუ, შეგნებულად წახვედით მსხვერპლზე?

_ დიახ.

_ და სინდისის ქენჯნამ არ შეგაწუხათ… ხალხი რომ გაწირეთ?

_ სინდისი მქენჯნიდა, მაგრამ ჩემი მშობლებიც იქ იყვნენ. მე არ მქონდა არანაირი პირადი გარანტია, აი ეს არის ჩემი გამამართლებელი ერთადერთი არგუმენტი. იქ იდგნენ ჩემი დედა და მამა… მე თავი არ დამიცავს ჯავშანჟილეტით. არც პირადი დაცვა მყოლია. ნათლად ვაცნობიერებდი, რაც უნდა მომხდარიყო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირის სხვა ადგილებში ხდებოდა, ეს იყო ძალიან მცირე მსხვერპლი. თავს ვერ გავიმართლებ დაღუპულთა ნათესავების წინაშე, მაგრამ ისტორიის წინაშე _ კი. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მსხვერპლმა ისე ძლიერად დაარტყა საბჭოთა ხელისუფლების ორ ბურჯს – არმიასა და “კა-გე-ბეს”, რომ მოხდა მათი კომპრომეტირება.

პირდაპირ ვიტყვი, დიახ მე დავგეგმე ეს. მე დიდხანს ვმუშაობდი აინშტაინის ინსტიტუტთან, პროფესორ ჯინ შარპთან, რომელიც დაკავებული იყო სამოქალაქო თავდაცვით. ანუ ფსიქოლოგიური ომით. დიახ, მეც დავგეგმე, როგორ ჩაგვეყენებინა საბჭოთა არმია ძალიან უხერხულ ფსიქოლოგიურ პოზიციაში, რათა ნებისმიერ ოფიცერს შერცხვენოდა იმის, რომ იქ იმყოფებოდა. ეს იყო ფსიქოლოგიური ომი. იმ კონფლიქტში ჩვენ ძალის გამოყენებით ვერ მოვიპოვებდით გამარჯვებას. ეს ცხადი გახლდათ. და მე ვცდილობდი, გადამეყვანა კონფლიქტი სხვა ფაზაში – ფსიქოლოგიური შეჯახების ფაზაში. მე მოვიგე. შემიძლია ვთქვა, სიტყვა “მე” იმიტომ, რომ არაძალადობრივი თავდაცვის გეგმა იანვრის მოვლენებამდე გაცილებით ადრე იყო შემუშავებული. და ეს მხრებზე მაწვა მე, ადამიანს, რომელიც სტუდენტობის წლებიდან დაკავებული ვიყავი ფსიქოლოგიით. მათ შორის ფსიქოლოგიური ომით, როგორც დისციპლინით.”

შეგახსენებთ, ეს არის 2000 წელი. ევროპასა და საქართველოში “ფერადი რევოლუციები”, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჯინ შარპს, ჯერ კიდევ წინ არის. ბუტკიავიჩუსი დაუფარავად მსჯელობს ფსიქოლოგიურ ომსა და “საკრალურ მსხვერპლზე”, რომელმაც ხელისუფლების მდგომარეობა უნდა შეარყიოს, და სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვიოს.

“საიუდისის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ვიტაუტას პეტკიავიჩუსმა 2003 წელს გამოსცა წიგნი სათაურით “სულელების ხომალდი”, რომელშიც წერს: “13 იანვრის ღამის მსხვერპლი ლანდსბერგისისა და ბუტკიავიჩუსის სინდისზეა – ერთმა ჩაიფიქრა, მეორის ბრძანებით კი, რამდენიმე მესაზღვრეს გადააცვეს სხვა ტანსაცმელი და ტელეკოშკში შეუშვეს. სწორედ ისინი ესროდნენ ზევიდან ქვევით ხალხს. საკუთარი თვალით ვნახე, ჩემს ფეხებთან ასფალტი როგორ ისხლეტდა ტყვიებს.”

ისევე, როგორც პალეცკისის, პეტკიავიჩუსის გასამართლებასაც შეეცადნენ, მაგრამ გარდაიცვალა.

ამრიგად, მტკიცებულებები იმაზე, რომ 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსში “საიუდისის” “ბოევიკები” საბჭოთა არმიის კომპრომეტირებისთვის მშვიდობიან მოსახლეობას ტყვიებს ესროდნენ, საკმარისზე მეტია.

26 წლისწინანდელი მოვლენების შემდეგ გადავიდეთ უფრო ახალზე – ევრომაიდანზე. ვერსია, ვინ დახვრიტა ე.წ. ციური ასეული, რის შემდეგაც იანუკოვიჩის რეჟიმი საბოლოოდ იქნა დემორალიზებული და კომპრომეტებული, ბევრია.

ლვოველების ფანტაზიები, რომ მათ ესროდა რუსული სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც პირადად პუტინი ხელმღვანელობდა, ნორმალურ საზოგადოებაში არც განიხილება. მთავარი კითხვაა, ვინ გასცა სროლის სანქცია – იანუკოვიჩმა თუ მისმა მოწინააღმდეგეებმა? ორივე მხარე, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს. ამიტომ ირიბ მტკიცებულებებს უნდა მივმართოთ.

იანუკოვიჩის ბრალს ვერავინ უმტკიცებს, მათ შორის, კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული გამომძიებლები და მოსამართლეებიც. იანუკოვიჩს ადანაშაულებენ სახელმწიფოს ღალატში – თითქოს მან ქვეყანაში რუსეთის ჯარი მიიწვია. აი მტკიცებულება იმისა, რომ მან გასცა ბრძანება, ხალხისთვის ესროლათ – არ არსებობს.

მეორე მხრივ, არსებობს აღიარება ივანე ბუბენჩიკისა, რომელმაც გამოცემა Bird in flight -ისთვის მიცემულ ინტერვიუში სიამაყით განაცხადა, რომ AK-74-დან კეფაში ესროდა “ბერკუტის” წევრებს. მისი თქმით, კონსერვატორიის შენობაში იმყოფებოდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც სამართალდამცველებს სანადირო თოფებიდან უშენდნენ ტყვიებს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვის შემდენ კი ბუბენჩიკმა უკან წაიღო თავისი სიტყვები და საოცრება! _ მისი ნათქვამის შესამოწმებლად თავი არავინ შეიწუხა.

არსებობს მტკიცებულება, რომ კიევში ხალხს ესროდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისდროინდელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ უშუალოდ ხელმღვანელობდნენ გივი თარგამაძე და გია ბარამიძე. “ბი-ბი-სის” ჟურნალისტმა გებრიელ გეიტჰაუსმა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კონსერვატორიის შენობიდან “მაიდნის კომენდანტის”, ამჟამად უკრაინის უზენაესი რადის სპიკერის – ანდრეი პარუბიის მიერ გაცემული სანქციით ისროდნენ. ამაზე ლაპარაკობდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე იაკიმენკოც – იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი.

იაკიმენკოს თქმით, სროლის დაწყების შემდეგ მას “მემარჯვენე სექტორის” ლიდერმა დიმიტრი იაროშმა და პარტია “თავისუფლების” ხელმძღვანელმა ოლეგ ტიაგნიბოკმა მიმართეს თხოვნით, სნაიპერებისგან შენობის გასაწმენდად გამოეყენებინათ ჯგუფი “ალფა”. მაგრამ პარუბიიმ კატეგორიული უარი განაცხადა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/16296117_1766660513359710_981045272_n.jpg

მტკიცებულება იმისა, რომ კიევში ისევე, როგორც ვილნიუსში “ჩვენები ჩვენებს ესროდნენ”, ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც კარგა ხნის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა გამოძიება.

ორი თვის წინათ ვებგვერდ “ანტიფაშისტზე” გამოქვეყნდა უკრაინული მოძრაობა “ნაჟდაკის” ლიდერის – ნიკოლაი დულსკის ინტერვიუ მაიდანზე სროლების ორგანიზების შესახებ. აი, რა თქვა მან: “იქ იყო სნაიპერთა სამი ჯგუფი. ერთი – ამერიკელების, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბალტიისპირელი აუდრიუს ბუტკიავიჩუკი. მეორე და მესამე ჯგუფები, რომლებშიც ათ-ათი კაცი იყო, ჩამოაყალიბეს პაშინსკიმ და პარუბიიმ, თვითონ შსს-ს ბლოკშიც იყვნენ მოღალატეები – გენერალი გვოზდი და გენერალი პასკალი”.

ჯერჯერობით თავი დავანებოთ პარუბიისა და მის თანამზრახველებს. ბუტკიავიჩუსი. კვლავ ბუტკიავიჩუსი. ვილნიუსში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ (მან ეს სიამაყით აღიარა) ბუტკიავიჩუსის ბიოგრაფია ასე გაგრძელდა: თავდაცვის მინისტრი (შესანიშნავი კარიერული ნახტომია კაუნასის საავადმყოფოს მთავარი ექიმისთვის); სტაჟირება ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო განათლების დეპარტამენტსა და კემბრიჯის ალბერტ აინშტაინის სახელობის ინსტიტუტში; 1995 წელს შექმნა სტრატეგიული კვლევების ცენტრი, ხოლო 1996 წელს სათავეში ჩაუდგა ლიტვის მცირე და საშუალო ბიზნესს. 1996-2000 წლებში იყო ლიტვის სეიმის (პარლამენტი) დეპუტატი. 1997 წლის 12 აგვისტოს, როდესაც მას 15 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამს გადასცემდნენ ლიტვის ერთ-ერთ სასტუმროში, სამართალდამცველებმა დააკავეს. 5,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2000 წელს გაათავისუფლეს;

ბუტკიავიჩუსი უზრუნველყოფდა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას “ვარდების რევოლუციის”პერიოდში საქართველოში; ხელმძღვანელობდა სნაიპერებს, რომლებმაც 2005 წელს ყირგიზეთში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები დახოცეს. სხვათა შორის, უკრაინაში შესვლა ოფიციალურად ჰქონდა აკრძალული, მაგრამ 2013 წელს მაინც აღმოჩნდა კიევში, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ 1991 წელს შემუშავებული სცენარით წარიმართა.

ნიკოლაი დულსკი ბატკიავიჩუსის ჯგუფს “ამერიკულ ჯგუფს” უწოდებს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ადგილი, სადაც ლიტვის პირველი თავდაცვის მინისტრი სწავლობდა, ნათლად მიუთითებს, რომ 1991 წლის იანვარში ვილნიუსში განვითარებული მოვლენები, აგრეთვე, “ფერადი რევოლუციები” საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში _ ეს არის ბრიტანეთის დაზვერვის მიერ განხორციელებული ოპერაციები. რა თქმა უნდა, აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან შეთანხმებითა და მონაწილეობით, მაგრამ ოპერაციებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა “მი-6” (დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური. – ნ.კ.)…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/22750.jpg

პროვოკაცია, საკრალური მსხვერპლი, საინფორმაციო მხარდაჭერა მასმედიაში – ამერიკელმა ჯონ შარპმა თავისი ცნობილი დისერტაცია “რეჟიმების დამხობის ძალადობრივი მეთოდები” სახელდობრ ბრიტანეთის ოქსფორდში დაიცვა და არა – სამშობლოში.

“მი-6”-ს შესანიშნავად ეხერხება არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზება, არამედ “სისხლით დავალდებულება” იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ლონდონში შემუშავებულ ოპერაციებში. ამიტომ სრულ სიმართლეს ევრომაიდნის შესახებ ისევე, როგორც ვილნიუსის ტელეცენტრში ადამიანების დახვრეტაზე, ალბათ, ვერასოდეს შევიტყობთ. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ ბრიტანეთში რევოლუციას მოაწყობენ და დაზვერვის საიდუმლო არქივებს გამოამზეურებენ.

მაგრამ ცნობილი “იხვის ტესტი” ( დუცკ-ტესტ. სხვათა შორის, ეს ტესტი ამერიკის სპეცსამსახურებმა შემუშავევეს ფარული კომუნისტების გამოსავლენად), აშკარად მოწმობს, რომ ვილნიუსსა და კიევში მოწყობილ დახვრეტების უკან ერთი და იგივე ძალა დგას. და, რადგან ბრიტანული კვალი მაინცდამაინც დაფარული არ არის, სხვა ვერსიები ნაკლებად სარწმუნოა.

ლონდონი უკვე აღარ არის იმ იმპერიის დედაქალაქი, სადაც მზე არასოდეს ჩადის, მაგრამ ინტრიგების დედაქალაქად დღესაც რჩება. უბრალოდ, კოლონიების პირდაპირი მართვა და აშკარა “დიდი თამაში” რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციებით შეიცვალა.

სხვათა შორის, “ჯეიმს ბონდის” ბოლო ვერსია, რომელშიც ბრიტანეთის დაზვერვა სუსტია და “მი-6”-ის შტაბბინის აფეთქებისა და სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მკვლელობის თავიდან აცილებაც არ შეუძლია, ისე, ტყუილუბრალოდ არ არის გადაღებული. ბევრი ინფორმაცია ჟონავს მასმედიაში იმის შესახებ, რომ ბრიტანელი სპეცაგენტები (რა თქმა უნდა, არა მკვლელობის ლიცენზიის მქონე სუპერაგენტები, არამედ ანალიტიკოსები და ფსიქოლოგები), გავლენას ახდენენ მსოფლიოს პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ გადაიტანეს საზოგადოებრიობის ყურადღება ბონდის ხელებში მომაკვდავი “მი-6”-ის ხელმძღვანელზე.

რეალობა კი სრულიად საწინააღმდეგოა.

სანამ “მრისხანე” ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ეძებს არარსებულ რუს ჰაკერებს, “მი-6” ნელ-ნელა წინ სწევს ლონდონის ინტერესებს და მაქსიმალურად ვნებს მოსკოვის ინტერესებს. არაფერი პიროვნული, უბრალოდ, პოლიტიკა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here