Home რუბრიკები პოლიტიკა ისრაელის სპეცსამსახურის ექს-უფროსი: NATO წელს დაიშლება, ევროკავშირი ამერიკელებს აღარ სჭირდებათ

ისრაელის სპეცსამსახურის ექს-უფროსი: NATO წელს დაიშლება, ევროკავშირი ამერიკელებს აღარ სჭირდებათ

955

ისრაელის სპეცსამსახურის “ნატივის” ყოფილი შეფი, საზოგადო მოღვაწე  იაკობ კედმი სენსაციურ განცხადებას აკეთებს. მისი პროგნოზით  ჩრდილოატლანტიკური  სამხედრო ალიანსი და ქართველი პოლიტიკოსების გულთამპყრობელი  NATO , 2017 წლის ბოლომდე დაიშლება და რეფორმირდება.

 ” მიმდინარე წლის განმავლობაში შეცივლება , როგორც ევროპა, ისე ნატო. იმ ფორმით, როგორსაც დღეს ჩვენ მას ვხედავთ , ის აღარ იარსებებს. თუმცა, ორგანიზაცია დარჩება. როგორი იქნება ის, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ იქნება ისეთი, როგორიც დღესაა. ნატო შეერთებული შტატებისათვის არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს,  ამერიკა რუსეთთან  სერიოზული, პირდაპირი დიალოგისთვის ემზადება . მოლაპარაკებეზე, სადაც  წარმოდგენილი იქნება ყველა არსებული უთანხმოება აშშ-სა და რუსეთს შორის. ყველა არა, მაგრამ  ნაწილი მათგანის, რა თქმა უნდა,  მხარეთა სასარგებლოდ გადაწყდება. ევროპის ლიდერების დღევანდელი განცხადებები მათი ისტერიული ფონითაა გამოწვეული. ისინი ცდილობენ რამენაირად შეაფერხონ ეს პროცესი. რუსული ისტერიის ფონზე ისინი საკუთარი კაპიტალის გაზრდას ცდილობდნენ. ან რა სარგებელი  უნდა მოეტანა  ბალტიისპირეთს ევროპისთვის ?

ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეს გააუქმა წყნარი ოკეანის ხელშეკრულება, რომელიც თავად აშშ-მ შექმნა, რათა გაეძლიერებინა თავის გავლენა ჩინეთის წინააღმდეგ. დღეს ის , ევროპის  გვერდის ავლით, ევროპის საზიანოდ  უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს დიდ ბრიტანეთთან.  

ევროკავშირი ამერიკელებს აღარ სჭირდებათ. ევროკავშირმა დაკარგა თავის  პოლიტიკური  მომხიბვლელობა . ახალ ამერიკას სჭირდება ორმხირვი, პირდაპირი  კავშირები , პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან, ჩინეთთან … ტრამპის მიზანია ყველა უთანხმოება გადაჭრას მოალაპარაკებების და არა კონფრონტაციის გზით.”- განაცხადა კედემმა რუსულ ტელეკომპანია “რასსია 1”-თთან გადაცემაში ჩართვისას. 

 

ჩანაწერი იხილეთ ამ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=SVYaMMENC98

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here