Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველომ რუსეთი უმთავრეს კიბერსაფრთხედ დაასახელა

საქართველომ რუსეთი უმთავრეს კიბერსაფრთხედ დაასახელა

643

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2018 წლის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევები და კიბერსაშუალებებით ჩადენილი დანაშუალებია:

„რუსეთის ფედერაცია იყენებს კიბერსაშუალებებს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში და შესაბამისად, კიბერსივრცის მეშვეობით რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეწევა საინფორმაციო კამპანიას, რომლიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის შეფერხებას და ასევე, საქარართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკური ღირებულებების დისკრედიტაციას.

2008 წლის შემდეგ რუსეთიდან მომავალი კიბერსაფრთხეები გაზრდილია. რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად აამაღლა საკუთარი კიბერშეტევითი შესაძლებლობები; 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს დამოკიდებულება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რაც პოტენციური კიბერთავდასხმების შემთხვევაში, თავის მხრივ, ზრდის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბებს“, -ნათქვამია მთავრობის ეროვნულ სტრატეგიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here