Home რუბრიკები საზოგადოება სოსო რობაქიძე: ფირცხალავასა და ცააძისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად რამის გაკეთება ნანუაშვილისთვის, როგორც სახალხო...

სოსო რობაქიძე: ფირცხალავასა და ცააძისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად რამის გაკეთება ნანუაშვილისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, იქნება აღსასრული…

524

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მცირე ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში გარკვეული ხარვეზებია. მისი თქმით, დღეს იგი აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მოინახულებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, კონკრეტული მოთხოვნით შიმშილობენ: „მე დღეს, მოგვიანებით მათ მონახულებას ვაპირებ. ჩვენი წარმომადგენლები მათთან გუშინაც იმყოფებოდნენ. ჩვენ ვსწავლობთ მათ საქმეებს. არის გარკვეული ხარვეზები ამ საქმეებშიც. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ მეტი ინფორმაცია გვქონდეს\” , – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

რა ხარვეზებია კონკრეტულად აღნიშნულ საქმეში და რა შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს, „საქართველო და მოფლიო“ კომენტარისთვის 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციელების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს დაუკავშირდა.

სოსო რობაქიძე:- ნანუაშვილს ის ურჩევნია, სამართლიანობის აღდგენაზე და დამნაშავეების დასჯაზე ილაპარაკოს. უამრავი საქმეა დღეს გამოუძიებელი და უამრავი კიდევ ხელახლა გამოსაძიებელი. რომელ ხარვეზებზე საუბრობენ; ძალოვანი სტრუქტურები გატენილია სააკაშვილის დროინდელი ჯალათებით, მაგას მიხედონ, კრიმინალებს რომ იცავენ…

პირდაპირ ვამბობ, ფირცხალავასა და ცააძისთვის სასჯელის  შესამსუბუქებლად რამის გაკეთება, ნანუაშვილისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, იქნება აღსასრული, ამით მოხდება მისი საბოლოო ლუსტრირება და მერწმუნეთ, ამას მისთვის კარგი არაფერი მოჰყვება… 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here