Home რუბრიკები პოლიტიკა პანტი-პუნტად დატოვებული თანამდებობები

პანტი-პუნტად დატოვებული თანამდებობები

501

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი და მაღალი რანგის დიპლომატები ამ კვირაში თანამდებობას და შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტს დატოვებენ,- ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

მასთან ერთად თანამდებობას ასევე ტოვებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში პატრიკ კენედი და მდივნის თანაშემწეები ჯოის ბარი და მიშელ ბონდი.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც ჯონ კერიმ სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვა, მის მოვალეობას ყოფილი მოადგილე, თომას შენონი ასრულებდა. ამ თანამდებობაზე ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Exxon Mobile-ის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნა, თუმცა სენატს მისი კანდიდატურა ჯერ არ დაუმტკიცებია.

ტილერსონის კანდიდატურას მხარი 11 რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა, დემოკრატიული პარტიის 10 სენატორი კი წინააღმდეგ წავიდა. ამჟამად რექს ტილერსონს სენატის მთელი პალატის უმრავლესობის, 100-დან მინიმუმ 51 ხმა სჭირდება.

რამდენიმე გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეჰემი და მარკო რუბიო, მანამდე რექს ტილერსონის კანდიდატურას აკრიტიკებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მას მხარს დაუჭერენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here