Home რუბრიკები პოლიტიკა გელა ზედელაშვილი: სამუდამოდ აეკრძალოს ავტომობილის მართვა! ამოვიდა ყელში ამდენი თავხედობა!

გელა ზედელაშვილი: სამუდამოდ აეკრძალოს ავტომობილის მართვა! ამოვიდა ყელში ამდენი თავხედობა!

1509

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსში მწვავედ აკრიტიკებს იმ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც სრულიად ატროფირებული აქვთ პრინციპი ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ. 

„ნასვამი მძღოლები, გალეშილი მძღოლები, დაბოლილი მძღოლები, უცოდინარი მძღოლები, თავში ავარდნილი მძღოლები, მოჯირითე მძღოლები გაიყვანეთ და დახვრიტეთ, მაგათი პატრონი დედაც!.. კანონის გამკაცრება კი არა, იხვის ტოლმა! ჩამოართვით მანქანები, დაუჭერით და ჩააბარეთ ჯართში. მართვის მოწმობები დაუწვით და ფერფლი მოაყარეთ მათივე საფლავებს!

 დამიწყეს, ერთხელ სიმთვრალეზე ამდენი იქნება ჯარიმა, მეორედ სიმთვრალეზე ხელახლა ჩააბარებენ გამოცდასო. არავითარი ჯარიმა და არავითარი ხელახალი გამოცდა, ნასვამი დაჯდა ვიღაც კრეტინი საჭესთან? სამუდამოდ აეკრძალოს ავტომობილის მართვა! მორჩა, ამოვიდა ყელში უკვე ამდენი თავხედობა!”, – წერს ზედელაშვილი.

18 COMMENTS

  1. იმ ჩინოვნიკებზე და ხელმძღვანელებზე რას გვეტყვი ხალხს, რომ ძარცვავენ და ერს ღალატობენ. მიწა- წყალს, რომ გვიყიდიან???

    • ამიტომ საჭესთან ნასვამი ან დაბოლილი უნდა დაჯდე ???!!! აქ კონრეტული თემა იხილება – აღვირახსნილობა საგზაო მოძრაობაში და არა მთავრობის კრიმინალური ქმედებები .

  2. დახვრეტისა რა მოგახსენოთ,მაგრამ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მაქანის მართვა მაგნაირებს!

  3. ღვედის გარეშე მოძრაობა დაგავიწყდათ ბატონო გელა, აღარ ძინავს ჩვენს უსაფრთხოებაზე დარდით ხელისუფლებას.!

  4. გამაოცა ავტო საგზაო შემთხვევაზე ასეთმა კონკრეტულმა წინადადებამ გგონიათ?
    არანაირად იმდენად გამწარება ვნახე დაბოლილი მძღოლისგან …არ ვაჭარბებ…
    ტროტუარზე სადაც თავი დაცული გგონია იქ შემოვარდა და გადამაგდო ნუ რა
    დამემართა ძნელი საამბობია…სიტყვები…რა იყო ყბები ვის არ გატეხია…რამდენი წლის
    ხარ ახალგაზრდები კვდებიან…დამალული ტომოგრაფიის სურათები …და პოლიციელს
    უთხარი…დავინახე და გადავირბინე…არარის ეს ადამიანი დამნაშავე?…გამწარებული
    ვყვიროდი შვილიშვილს ვზრდი მეთქი …სასაცილოდ არ ყოფნიდათ….ვეღარ გავაგრძელებ…

  5. გეთანხმებით გაილეშებიან მკვლელები ხდებიან ვისას კლავ რას ერტ
    ჩი მუცელს უნდა ანაცვალო სხვისი სიცოცხლე

  6. ნამდვილად უნდა აეკრძალოს მართვა, თუ ერთხელ მაინც ნასვამი დაჯდა საჭესთან! საკუთარ სცოცხლეს თუ არ უფრთხილდებით, სხვას რაღას ერჩით?

  7. ეს ბატონი შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ მისი აგრესიულობა ყოვლად მიუღებელია!!

  8. საპატრულო პოლიციელს გარდა ჩვეულებრივი საჯარიმო აქტებისა უნდა ქონდეთ სპეც აქტები განსაკუთრებით უხეში დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად, აქტში უნდა იყოს კი
    თხვა დასმული დამრღვევი მძღოლისათვის, იცოდით თუ არა, რომ ასეთი მოძრაობით უხეშად არღვევდით მოძრაობის წესებს,თუ მძღოლი ჩაწერს პასუხად,რომ იცოდა, უნდა დაჯარიმდეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხით, თუ ჩაწერს,რომ არ იცოდა და მას შეგნებულად არ დურღვევია,მაშინ როგორც მოძრაობის წესების არ მცოდნემ უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა.

  9. მოთხოვნა სამართლიანია.
    ნასვამი მძღოლი იგივეა აც შეიარაღებული ტერორისტი.ამიტომ რამდენიმე ადამინის სიკვდილს სჯობს ერთი მთვრალი მძღოლის სიკვდილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here