Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: დასავლეთმა რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: დასავლეთმა რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს

568

„დასავლეთმა რუსეთთან ერთად სინქრონში უნდა იმოქმედოს, რათა გააერთიანონ ძალები და თავი აარიდონ კონფლიქტებს“. – ამის შესახებ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ში, ფილადელფიაში, როდესაც სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის წევრების წინაშე. მან საკუთარი  ხედვები გაუზიარა აშშ-ის მთავრობას აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. მისი სიტყვის სრულ ვერსიას აქვეყნებს საინფორმაციო პორტალი \”რია ნოვოსტი\”.

„დასავლეთისა და რუსეთის იდეურ კონფლიქტში არ არის არაფერი ისეთი, რისი თავიდან არიდებაც არ შეგვიძლია, არც არაფერი რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. გავიხსენოთ  „ცივი ომის“ პერიოდი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რუსეთთან ერთად პოზიციის გასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობების , სისტემის და პროცესების ისეთ შემობრუნებაზე, სადაც შანსი იმისა, რომ კონფლიქტი და პირისპირება მოხდეს მინიმალური იქნება, უნდა გავზარდოთ ურთიერთთანამშრომლობის შანსები“. – განაცხადა მეიმ.

ტერეზა მეის თქმით, მსგავსი მიდგომა საკითხის მიმართ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოხდა „ყირიმის ანექსია“. მაგრამ ამის მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჰქონდეთ გარანტიები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, რომ მათ სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ყირიმის საკითხს პრემიერმინისტრის განცხადებით დიდი ბრიტანეთი და აშშ მზად არიან ითანამშრომლონ რუსეთთან პრინციპით – „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. მეიმ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზეც მსგავსი რეპლიკა გააკეთა – „ჩემი რჩევაა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ამავდროულად მუდმივად ვიყოთ მზადყოფნაში“.

 ეპოქა, როდესაც ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სუვერენული ქვეყნების საქმეებში ერეოდნენ, დასრულდა.

 „დრო, როდესაც სხვა ქვეყნების საქმეებში ვერეოდით და მსოფლიოს გადაკეთება გვსურდა, წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რეაგირება არ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დარღვევაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, ჭკვიანები და ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. და როდესაც ისრაელს, ესტონეთს თუ სხვა ჩვენს მეგობარსა და მოკავშირეებს დაემუქრება საფრთხე, მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. ამავე დროს, უნდა გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები, რათა აშშ-მ და ბრიტანეთმა მსოფლიოში ლიდერის პოზიცია დაიბრონონ“. – აღნიშნა მეიმ.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here