Home რუბრიკები პოლიტიკა „ასოცირების ხელშეკრულების მხარდაჭერის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია იწყება

„ასოცირების ხელშეკრულების მხარდაჭერის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია იწყება

521

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში საქართველოში სპეციალური საინფორმაციო კამპანია იწყება. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე: “დღეს ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, უძველესი ისტორიითა და კულტურით დაუახლოვდეს თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ოფიციალურ თანხმობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც საუკუნეების წინ დაისახეს ჩვენმა წინაპრებმა”, – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მისი საერთო ღირებულება 150000 ევროა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here