Home რუბრიკები პოლიტიკა ლე პენი: ევროკავშირი მკვდარია, მაგრამ მან ჯერ არ იცის ამის შესახებ

ლე პენი: ევროკავშირი მკვდარია, მაგრამ მან ჯერ არ იცის ამის შესახებ

506

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ორი პრორუსულად განწყობილი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მარინ ლე პენი უპირისპირდება. საფრანგეთის ექს პრემიერმინისტრი და რესპუბლიკელი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ლე პენისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ყოვლად უსარგებლო ორგანიზაციაა.

საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის”ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის სიცოცხლისუუნარო ორგანიზაციაა. ” ევროკავშირი მკვდარია, თუმცა მან ჯერ არ იცის ამის შესახებ. ის ჩაფლავდა ყველა მიმართულებით: ეკონომიკურით- (ძალიან მცირე და ნელი ტემპით ზრდა), სოციალურით(იზრდება უმუშევრობა, სიღარიბის დონე), უსაფრთხოების თვალსაზრისით ( ევროკავშირს არ შესწევს უნარი დაიცვას თავისი საზღვრებიც კი), ეს ექპერტმენტი ჩაფლავდა , და ის უნდა საერთოდ შეწყდეს.”- განაცხადა ლე პენმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

,,ევროკავშირი უკვე სიცოცხლისუნარიანი აღარაა.. ის ემსგავსება ერთგვარ სექტას, რომელიც დიქტატით, ტვინის გამორეცხვითა და შანტაჟით არის დაკავებული“. – განაცხადა მარინ ლე პენმა. იგი თვლის, რომ ევროკავშირი სულ მალე ჩამოიშლება. “მიზეზი ადვილია: ორივე საყრდენი, რაზეც ის დგას- ევრო და შენგენი, უკვე ინგრევა. ევრო წვრილ ნაწილებად იმსხვრევა და ისინი დროს წელავენ, რომ ეს სტრუქტურა შეინარჩუნონ, რაც მილიარდები ჯდება, მაგრამ ევროკავშირი გავს მკვდარი ვარსკვლავის სხივს”- განაცხადა ლე პენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მუქარები და შანტაჟი, რასაც მუდმივად იღებს ევროკავშირი, პირველ ყოვლისა დიდი სისუსტის დამადასტურებელია – თვლის პოლიტიკოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here