Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: შეეგუეთ იმას, რომ ვეღარ მიიღებთ გრანტებს და ვეღარ მოწამლავთ და...

ნიკოლოზ მჟავანაძე: შეეგუეთ იმას, რომ ვეღარ მიიღებთ გრანტებს და ვეღარ მოწამლავთ და მოშხამავთ საქართველოს

517

„ფსევდოლიბერალებო, შეეგუეთ იმას რომ ამერიკაში თქვენი პატრონები დამარცხდნენ“, – აცხადებს “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ქართული ტელევიზიების მიერ გაშუქებულ ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით.

“შეეგუეთ იმას რომ ვეღარ ივლით ნიუ ორკში ტრეინინგებზე, ვერ მიიღებთ გრანტებს სექსუალური უმცირესობების დაცვის მიზნით, ვეღარ მიიღებთ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის მოწამვლაში და მოშხამვაში. ეჰ, რა მოულოდნელად ჩამოკრა თქვენთვის უბედურების ზარმა”, – აცხადებს მჟავანაძე. უფლებადამცველის თქმით, “გუშინ და დღეს ქართული ტელევიზიებისთვის რომ გედევნებინა თვალი, იფიქრებდი, ტრამპის ინაუგურაცია კი არა სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ამერიკაშიო”, როდესაც მხოლოდ დემონსტრატები და ტრამპის მოწინააღმდეგები მოხვდნენ ტელევიზიების ეთერში. “ის ერთი მილიონი კაცი, რომელიც ინაუგურაციაზე მივიდა ტრამპის მხარდასაჭერად, ვერცერთი ტელევიზიის ობიექტივში ვერ მოხდა”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here