Home რუბრიკები პოლიტიკა ბოლივიის პრეზიდენტი აშშ-ს გამოზრდილი დიქტატორების გასამართლებას ითხოვს

ბოლივიის პრეზიდენტი აშშ-ს გამოზრდილი დიქტატორების გასამართლებას ითხოვს

511

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი აშშ-ის მთავრობსა და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების რეპუტაციის შემლახავი განცხადებით გამოვიდა.

ბოლივიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შეაფასა იტალიაში გამართული სასამართლო პროცესის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბოლივიის ყოფილი დიქტატორის – ლუის გარსია მესას და ლათინური ამერიკის კიდევ 7 პოლიტიკოსსა და სამხედრო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მათ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ლუის გარსია მესა კი ამჟამად ბოლივიაში იხდის სასჯელს –  35 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

ევო მორალესმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ეს სამართლიანი განაჩენია, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენს სამშობლოში დიქტატურა აღარასოდეს რომ არ დაბრუნდეს, საჭიროა ბრალდება წავუყენოთ და დავსაჯოთ ორგანიზატორები, რომლებიც იმპერიის (იგულისხმება აშშ) საიდუმლო სამსახურებს აფარებენ თავს”.

ძნელია არ დაეთანხმო ბოლივიის პრეზიდენტს, მსოფლიომ იცის, რომ იმ საშინელებების უკან რომლებიც ჩაიდინეს სამხედრო დიქტატორებმა სამხრეთ ამერიკაში, ამერიკის სპეცსამსახურები დგანან. სწორედ ამერიკის სპეცსამსახურებმა, ამ ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით, ყველაფერი მოაწყვეს ისე, რომ ძალაუფლება დიქტატორებს ჩაუვარდათ ხელში და მათ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარეს. ამას კი აშშ-ის ხელისუფლება  “ამერიკის ნაციონალური ინტერესების დაცვას”უწოდებდ.

თუმცა, რაღა სამხრეთ ამერიკელი დიქტატორები, სწორედ ამერიკელთა ძალისხმევით გვაჯდა თავზე 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და მისი „ნაცმოძრაობა,“ რომლებმაც სამხრეთ ამერიკელ დიქტატორებზე არანაკლები საშინელებები ჩაიდინეს საქართველოში…მაგრამ დღესაც დაუსჯელნი არიან.

ო მორალესის აზრით, მართლმსაჯულება მხოლოდ მაშინ იზეიმებს, როდესაც ბოლივიაში და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ჩადენილ საშინელებებში მონაწილე ამერიკის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მხილებულნი იქნებიან და მათ სასამართლო შესაბამის სასჯელს გამოუტანს.

19 იანვარს რომის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბოლივიის ჩილეს, პერუსა და ურუგვაის 8 პოლიტიკოსსა და სამხედრო პირს, მათ შორის, გარსია მესასა და პერუს ექსპრეზიდენტ ფრისისკო მორალეს ბერმდესს.

ეს ადამიანები სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმ ოპოზიციონერების გადაცემასა და მკვლელობაში, რომლებსაც იტალიის მოქალაქეობა ჰქონდათ.  ოპოზიციონერები დააპატიმრეს და დახვრიტეს ოპერაცია “კონდორის გეგმის” განხორციელებისას, რომელიც სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთობლივად განახორციელა პოლიტიკური ოპონენტების სალიკვიდაციოდ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here