Home რუბრიკები პოლიტიკა დავით უსუფაშვილი: ლიდერები შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე კეთილი ზრახვებით

დავით უსუფაშვილი: ლიდერები შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე კეთილი ზრახვებით

529

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მომაალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე განცხადებით, 2020 წელს არჩევნებზე იქნება გენერალური ბრძოლა მშრომელებსა და მნგრეველებს შორის.

“მე როგორც პოლიტიკოსი ამომრჩეველს ვპირდები, რომ ის გენერალური ბრძოლა მშრომელებსა და მნგრეველებს შორის, აღმშენებლებსა და სხვა ხალხს შორის შედგება 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებზე. ამიტომ ამ პროცესში მონაწილე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ნებისყოფა, საკმარისი მოთბინების უნარი. ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვისხდებით 4 წელი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მან შექმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეცდომებისგან კი არ აზღვევს, არამედ პირიქით ახალისებს.

“ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე კეთილი ზრახვებით, ეს ცნობილი ამბავია. შეცდომისგან არავინ არაა დაზღვეული. მე სწორედ ის მაწუხებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილის შემტანმა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი არჩევანი გააკეთა პოლიტიკური სისტემის ფორმირების პროცესში, ისეთ სისტემას ჩაუყარა საფუძველი და გაამაგრა, რომ სამწუხაროდ ეს სისტემა მისი ან სხვების შეცდომების დაზღვევას კი არ მოახდენს, პირიქით წახალისებას. მას ეს სისტემა უქმნის შეცდომების დაშვების მეტ საშუალებას, ისე რომ შესაძლოა თავისი აშენებულის დაზიანებაც გამოუვიდეს. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავისი აშენებული თავადვე დაანგრია. მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეშვა კატასტროფული შეცდომები მაშინ მისი აშენებულის მშენებლობაც გაგძელდებოდა. ლიდერები შეცდომებს მაშინ უშვებენ, როცა წესებს ცვლიან იმისთვის, რომ კარგი საქმეები უკეთ გააკეთონ. მაგრამ 100-დან 99 შემთხვევაში ამ დროს ხდება დიდი შეცდომის დაშვება”. – განაცხადა უსუფაშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here