Home რუბრიკები საზოგადოება “სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

“სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

1971

ბიბლიაში ნათქვამია, რომ საუკუნეების წინათ იქ, სადაც ახლა მკვდარი ზღვაა, მდებარეობდა ორი ქალაქი _ სოდომი და გომორა. ამ ქალაქებში მდიდარი, პატივმოყვარე, ხარბი, ცოდვილი ადამიანები ცხოვრობდნენ. ისინი უცერემონიოდ ეპყრობოდნენ მოსულებს _ სცემდნენ და ართმევდნენ ქონებას, ეწეოდნენ გარყვნილებას: მამაკაცს მამაკაცთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, ქალს _ ქალთან, ზოგიერთს კი _ ბავშვებთან. 

დღეს ასეთებს პედოფილებს უწოდებენხომ არაფერი გეცნობათ? სწორედ ასეთია ამჟამად მსოფლიო. რა დაემართათ ადამიანებს? რატომ სცოდავენ ასე ხშირად? რით არის დაკავებული ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტი დიდ ბრიტანეთში? რისთვის სჭირდებათ გეებს შვილები? როგორია .. ფერადი რევოლუციის თანამდევი უარყოფითი ეფექტები? _ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა რუსი ტელეჟურნალისტი და ტელეწამყვანი არკადი მამონტოვი დოკუმენტურ ფილმშისოდომი”.

რეალობა, რომელიც ნაჩვენებია ფილმში, შეგაძრწუნებთ, შეგაძრწუნებთ იმიტომ, რომ რეალობაა. ფილმის შემქმნელებს არაფერი შეუთხზავთ: დაუფარავად ლაპარაკობენ .. ბოიფრენდები, რომლებმაც ბიჭუნა იშვილეს; დირექტორი კლინიკისა, რომელშიც აწარმოებენ ბავშვებსშეკვეთით”; ფილმში ნაჩვენებია კონტეინერიმაცივარი ემბრიონებით. ლუთერანი ჰომოსექსუალი პასტორი კი ამბობს, რომ მოციქული პავლე შეცდა, როდესაც ჰომოსექსუალიზმს ცოდვა უწოდა.

მაგრამ იქვე ისმის სხვა მოსაზრებებიც. მრავალშვილიანი ოჯახები გვიზიარებენ ოჯახური ცხოვრებით გამოწვეულ სიხარულს. პროფესიონალი ფლორისტი ამბობს, რომ უარი თქვა, მომსახურებოდა ერთნაირსქესიანებს ქორწილში, რადგან ეს მის სინდისსა და მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. თავის ისტორიას ჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჰომოსექსუალური ვნებისგან ქრისტეს რწმენამ განკურნა.

ფილმისოდომი”, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში გავრცელდა, არის შოკი, ეს არის ჩხვლეტა, რომელიც საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. ფილმში ნაჩვენებია, როგორ უწევენ პროპაგანდასა და პოპულარიზაციას სოდომიას

ფილმი ბევრ ადამიანზე იმოქმედებს დამთრგუნველად, რადგან მასში მართლაც საშინელებებზეა ლაპარაკი:

ადამიანის ხელოვნურ სელექციასა და ამ სფეროში მეცნიერებისმიღწევებზე”, სუროგატულდედობაზე”, ინფანტოფილიაზე (ახალშობილების მიმართ ძალადობაზე), ბავშვებით ვაჭრობასა და დედის შეცვლაზებიოლოგიური კონტეინერით”; იმაზეც, როგორ აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტებით სამხედრო ტყვეებსა და პატიმრებს აშშის საპყრობილეებსა და ამ .. მსოფლიოს ჰეგემონის (უკვე ყოფილის) კონტროლს დაქვემდებარებულ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში, უკრაინაში, ერაყში, და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ გაეტეხათ ადამიანების ფსიქიკა; იმაზეც, რომ სოდომის სენი გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდებოდა მსოფლიოში.

ეს ფილმი განგაშის ზარების დარისხებაა. და არა იმიტომ, რომ პანიკა დათესოს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი რაღაცებიც ხდება. აქ სულშიჩამწვდომად ისმის პავლე მოციქულის სიტყვები: “ნუ შეეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგან, ვინც რას დათესავს, მასვე მოიმკის” (გალატ. 6;7).

გთავაზობთ ფილმსოდომისტექსტურ ვერსიას:

სოდომი, გომორა და მოლოხი

“ეს უცნაური ადგილია. აქ არ ისმის ჩიტების გალობა, ჰაერი გაჟღენთილია უცნაური კვამლით, ზღვის ფერიც უჩვეულოა _ ლითონისფერი. ამ წყალსატევის სიღრმე 378 მ-ია. წყლის აორთქლებისას ჰაერში გოგირდის სუნი იგრძნობა. მკვდარ ზღვაში ყველაზე მეტი ნატრიუმის ქლორიდია, ანუ მარილი. ასეთ წყალში არაფერი ცოცხლობს, ამიტომაც უწოდებენ მას მკვდარს. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ათასობით წლის წინათ იყო ორი ქალაქი _ სოდომი და გომორა. მცხოვრებნი იყვნენ მდიდრები და პატივმოყვარენი, უცერემონიოდ ეპყრობოდნენ მოსულებს _ ართმევდნენ, რასაც მოისურვებდნენ. და კიდევ _ სოდომისა და გომორას მოქალაქეებს ერთმანეთი უყვარდათ, ოღონდ უცნაური სიყვარულით: მამაკაცს _ მამაკაცი, ქალს _ ქალი. მოქალაქეთა შორის განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ ადამიანებს, რომლებსაც ხასად ჰყავდათ ბავშვები _ ბიჭები და გოგონები. ასეთებს დღეს პედოფილებს უწოდებენ… მაგრამ ერთხელ სოდომში ცოლსა და ქალიშვილებთან ერთად მცხოვრები მართალი ლოტის სახლში სამი ანგელოზი მივიდა. სოდომელები, როცა ეს ამბავი შეიტყვეს, ლოტის სახლთან მივიდნენ და სტუმრების გადაცემა მოითხოვეს, რათა მათზე ეძალადათ. ლოტმა მათ უთხრა: “მე და ჩემი შვილები წაგვიყვანეთ, ოღონდ სტუმრებს ხელი არ ახლოთ”, მაგრამ სოდომის მცხოვრებლებმა უკან არ დაიხიეს და სახლი ალყაში მოაქციეს. როდესაც დაბინდდა, ანგელოზებმა ლოტს უთხრეს, სოდომიდან გასულიყო. როგორც კი ლოტის ოჯახმა დატოვა ქალაქი, სოდომსა და გომორას ციდან ცეცხლის ზღვა დაატყდა. მას შემდეგ 4 ათასი წელი გავიდა, მაგრამ სისხლით გაუმაძღარი მოლოხი (მზის, ცეცხლისა და ომის ღვთაება, რომელსაც მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ _ ნ. კ.), ეს დემონი, რომელიც მუცელს ადამიანების მსხვერპლით იყორავდა, ახლაც ნთქავს ახალგაზრდებსა და ბავშვებს. მსოფლიო ეწევა სიბილწის კულტივირებას და მას აძლევს ოფიციალურ საფუძველს ლგბტ საზოგადოება (ლესბოსელები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები). ეს ადამიანები უარყოფენ მორალს და ტრადიციული ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს, ბოროტებას სათნოებას უწოდებენ, უკუნს _ სინათლეს, სიბილზე და გარყვნილება კულტის რანგში აჰყავთ, ცოდვის გამართლებას ესთეტიკით ცდილობენ”.

 ცნებების აღრევა

ყველაზე საშინელი, რაც დაემართა ევროპულ ქრისტიანულ ცივილიზაციას, ეს ცნებების აღრევაა.

ამჟამად ხვთისმსახური შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი.

ბერლინის ევანგელისტური ეკლესიის პასტორი, ვინმე ნილს ჰუხტჰაუზენი თვლის, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენაა, ის ამახინჯებს წმინდა წერილის აზრს: “ლესბოსური და ჰომოსექსუალური წყვილები ღვთისგან არიან კურთხეულნი. მათი ქორწინებები ისეთივეა, როგორიც ქალსა და მამაკაცს შორის. თვით მღვდლებსა და მღვდელ ქალებსაც კი აქვთ ამის უფლება. მე თვითონ, უკვე წლებია, ჩემს ქმართან ვცხოვრობ, ჩვენი ურთიერთობა რესგისტრირებულია”.

სოდომისა და გომორას ბიბლიური ქრესტომათიული მაგალითი, დაღუპვა ამ ორი უძველესი ქალაქისა, რომლებშიც გარყვნილები ისე ცხოვრობდნენ, როგორც დღევანდელ ევროპაში, ვერაფერში არწმუნებს ბერლინის ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმსახურს.

“სოდომი და გომორა? _ თუ ამ ისტორიას გადავხედავთ, იქ ლაპარაკი არ არის სიყვარულზე, თანაც სიტყვა “სიყვარული” არც კია ნახსენები, ანუ, როგორც საპასუხისმგებლო პარტნიორობის აღმნიშვნელი. იქ ლაპარაკია გაუპატიურებაზე, შელახულია ადამიანის ღირსებები. ეს სრულიად სხვა ისტორიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაზეც ახლა ვმსჯელობთ”, _ ასეთია ევანგელისტი მღვდლის თვალსაზრისი.

ბიბლიაში წერია, რომ მამათმავლობა ცოდვაა, მომაკვდინებელი ცოდვა. “ასეთებს ზეციურ სასუფეველში არავინ მიიღებს”, _ ამბობს მოციქული პავლე.

“ეს სისულელეა! მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. სამი ადგილია ახალ აღთქმაში, კიდევ არის ერთი, სადაც პავლე ამბობს ისეთ რაღაცას, რაც იესოს არასოდეს უთქვამს. იესოსგან ამის შესახებ სიტყვაც კი არ მოგვისმენია. იესო ამბობს: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”… პავლე კი ერთ ადგილას ამბობს, რომ ეს კარგი არ არის, რომ ეს ცოდვაა. მაგრამ, თუ ქრისტეს სიტყვებით ვიხელმძღვანელებ, შემიძლია აქ პავლეს შევეკამათო: “ძვირფასო პავლე, შენ აქ მართალი ხარ?” _ ასკვნის ევანგელისტი მღვდელმსახური.

დეკანოზი დიმიტრი (სმირნოვი):

_ თუკი ის უარყოფს პავლე მოციქულის სიტყვებს და ჰყოფნის თავხედობა, რომ ეს სიტყვები სხვაგვარად განმარტოს… “მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო _ დიდშიც უნდო” (ლუკა. 16; 10). უფალიც და მოციქული პავლეც გვაფრთხილებდნენ, რომ ასეთი ადამიანები გამოჩნდებოდნენ. და ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ეკლესიამ გაძლო. როგორც უნდა მოახერხონ ტვინის კომპოსტირება, ჭეშმარიტება მაინც ჭეშმარიტებაა. ადამიანები მაინც მიდიან ჭეშმარიტებამდე. რომელი რელიგიის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი, ეს გარდაუვალია.

ლგბტმოძრაობის სიმბოლო _ ცისარტყელას დროშა _ 1978 წელს დაამკვიდრეს

სოდომისტები დიდ ყურადღებას უთმობენ მისტიციზმსა და სხვადასხვა სიმბოლოს. მაგალითად, ცისარტყელას ფერებიანი ჯვრით შემკულ ბიბლიაში, რომელიც ჰომოსექსუალებმა გამოსცეს ამერიკაში, სხვაგვარადაა გადმოცემული წმინდა წერილის სიტყვები. ბიბლიაში წერია: “არ დაწვე მამაკაცთან ისე, როგორც ქალთან. ეს სიბილწეა”! გეების ბიბლიაში წერია: “არ დაწვე მამაკაცთან ისე, როგორც ქალთან მოლოხის ტაძარში”, ანუ სოდომისტები ამით ამბობენ, რომ მოლოხის ტაძარში არ შეიძლება დაკავდე პედერასტიით, ტაძრის გარეთ კი ეს დასაშვებია.

აი კიდევ ერთი მაგალითი:

ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი”, _ წერია პავლე მოციქულის პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თავი მეექვსე). გეების ბიბლიაში კი ეს სიტყვები შეცვლილია ასე: “თავს ნუ მოიტყუებთ ზნეობრივად სუსტნი”.

სკოტ ლაივლი, იურისტი, აქტივისტი მოძრაობისაანტიგეი” (აშშ):

_ ეს ღმერთის შეურაცხყოფაა. ჰომოსექსუალებისთვის წმინდა არაფერია, უკან არაფერზე დაიხევენ თავიანთი პროგრამის შესასრულებლად. ისინი ვერ იტანენ ვერანაირ ოპოზიციას, სურთ, დაამარცხონ თითოეული მოწინააღმდეგე და სული, რომელმაც შექმნა ეს გეიწიგნი, ეს გეიიდეოლოგია. ეს არის ღვთისმგმობლობა და ქრისტიანობაზე თავდასხმა”.

ამერიკელი ჰომოსექსუალებისთვის #1 მტერი ეს ადამიანია _ სკოტ ლაივლი.

“ეს არის კულტურის დაპყრობის 5-ეტაპიანი პროცესი. ყველაფერი იწყება ტოლერანტობით. გეებმა, როგორც კი შეძლეს საზოგადოებისგან ტოლერანტობის მაღალი დონის მიღწევა (ტოლერანტობა კი არის უფლება, თავი დაგანებონ და პასუხი არ მოგთხოვონ), წამოაყენეს მოთხოვნა მიღებაზე, ანუ თანასწორუფლებიანობაზე, შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არა მხოლოდ უნდა მიიღოს ჰომოსექსუალიზმი, არამედ ხელი შეუწყოს მისი ფასეულობების წინ წაწევას; შემდეგია იძულებითი მონაწილეობა, ანუ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა გეიკულტურაში; დასასრულ _ სასჯელი: ყველა, ვინც არ ეთანხმება გეებს, უნდა დაისაჯოს. რუსეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა, ამჟამად იმყოფება პირველ, ყველაზე დაბალ ეტაპზე, იქ საზოგადოებისგან ითხოვენ ტოლერანტობას, ამიტომ სსრკ-ის ბევრ ქვეყანაში ამას პრობლემად არ აღიქვამენ, მაგრამ პრობლემა არსებობს. ეს ჰგავს მიწაში ჩაგდებულ თესლის მარცვალს. ეს მარცვალი არის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია .. სექსუალურ ორიენტაციაზე”.

სოდომისტებისა და პედოფილების წინააღმდეგ მებრძოლმა ლაივლიმ გადაწყვიტა, დოკუმენტური ფილმის ავტორებისთვის ეჩვენებინა კომპანია, რომელიც იცავს და ავრცელებს ჰომოსექსუალიზმის იდეებს მსოფლიოში.

აშშში გეითანამეგობრობის ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. ბევრი ამერიკელი ნეგატიურად არის განწყობილი ჰომოსექსუალიზმის მიმართ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ საუბრის ეშინია, რადგან გეებს იმდენი ძალაუფლება აქვთ, რომ შეიძლება დააზარალონ. ბევრმა იცის, რომ, თუ ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკებ, მოგძებნიან და დაგსჯიან. ამის ბევრ ადამიანს ეშინია, განსაკუთრებით მათ, ვინც ხელისუფლებაშია ან გავლენიან კომპანიაში მუშაობს. თუ იტყვიან, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგი არიან, დაუსჯელი არ დარჩებიან, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა, უბრალოდ, დუმს. აი ახლა ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის (Human  Rights Campaing) მთავარ შტაბთან, ჰომოსექსუალების ერთ-ერთ აგრესიულ დამცველთან.

ადამიანის უფლებების დამცველ ამ კომპანიას სურს ისეთი ამერიკა, რომელშიც ლესბოსელებსა და ჰომოსექსუალებს ექნებათ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სამსახურსა თუ საზოგადოებაში ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. სრულიად მსოფლიოში გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევა _ კლავენ, შეურაცხყოფენ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან, გაიქცნენ სამშობლოდან, გადაკვეთონ საზღვარი, იცხოვრონ ლტოლვილთა ბანაკებში. ეს ორგანიზაცია კი იმის ნაცვლად, რომ ასეთ ადამიანებს, მათ რეალურ საჭიროებებს მიაპყროს ყურადღება, ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ ჰომოსექსუალიზმი ადამიანის უფლებაა. ისინი კოლოსალურ თანხას ხარჯავენ ამ პროგრამის განსახორციელებლად მსოფლიოში, იმის ნაცვლად, რომ დაიცვან ადამიანის ნამდვილი უფლებები”, _ ამბობს სკოტ ლაივლი.

გერმანია. ჩვეულებრივი გერმანული მმაჩის ბიურო (STANDE SAMT)

მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელი გორდონ ჰოლანდი მიმართავს გეიწყვილს: “ძვირფასო მეგობრებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტემპელჰოფ-შიონებერგის მმაჩის ბიუროში. გაზაფხულის ამ მზიან და მშვენიერ დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ განსაკუთრებული საბაბის გამო _ თქვენ გსურთ, ერთმანეთთან კავშირი გააფორმოთ. ვიმედოვნებ, ჩემმა კოლეგებმა სრულად გაგაცნეს ინფორმაცია გვარის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ. თქვენ გადაწყვიტეთ, თქვენი პარტნიორობისთვის აიღოთ გვარი ლუკაზელსკი და მე ვალდებული ვარ, შეგეკითხოთ: ხომ არ გადაიფიქრეთ?

ისმის გეიწყვილის პასუხი: “არა!” და მათი ნათესავებისა და ახლობლების აპლოდისმენტები.

ფილმის ავტორი ეკითხება გორდონ ჰოლანდს: “ამ მმაჩის ბიუროს კედელზე ტრადიციული ოჯახების ფოტოები კიდია. იმხანად შეიძლებოდა თუ არა, რომ სხვა ტრადიციული ორიენტაციის ადამიანები დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც ოჯახი?”

გორდონ ჰოლანდი: “ამას, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ. თუ ჩემს მშობლებს შევეკითხებოდი, ისინი კი სწორედ იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, მიპასუხებდნენ, რომ ეს მათთვის წარმოუდგენელია. დღეს კი ეს ჩვენთვის სრულიად მისაღებია”.

ამ მმაჩის კედლებზე მალე აღარ იქნება ტრადიციული ოჯახების ფოტოები. იქნება სხვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here